ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძემ Facebook–ით კითხვებს უპასუხა

20 მაისი, 2011 • 1116
ნინო ბურჯანაძემ Facebook–ით კითხვებს უპასუხა

-ქ. ნინო, ჩვენ აქ ვართ-თქვენ? (ღირს კითხვის დასმა ?)

ნინო ბურჯანაძე: ნამდვილად აქ ვარ და 21 ში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ მოგიყვები, რაზე ვისაუბრეთ, გრეტა !!

„სახალხო წარმომადგენლობითი კრების“ სახელით ნინო ბურჯანაძე ერთი საათის განმავლობაში ფეისბუქზე, „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ გვერდზე, მომხმარებლების კითხვებს პასუხობდა.

ონლაინ -კონფერეციის პირველი ნაწილი, ძირითადად, 21 მაისს სახალხო კრების მიერ დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებულ დეტალებს შეეხებოდა.

–გამარჯობა, ქალბატონო ნინო! ფიქრობთ თუ არა, რომ ხელისუფლება საპროტესტო აქციების დროს გამოიყენებს ძალას და დაიღვრება სისხლი? რამდენად შესაძლებელია ეს?

ნინო ბურჯანაძე: 21 მაისს, 3 საათზე, ვიქნებით ძალიან ბევრნი თბილისშიც და ბათუმშიც და ხელისუფლება ვერ გაბედავს ძალის გამოყენებას, ვერ მოერევა ხალხს, ჩვენ გვჯერა ჩვენი ლოზუნგის –ძალა ხალხშია.

– ღმერთმა ქნას, ქალბატონო ნინო. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ და იმედია, იმედები აღარ გაგვიცრუვდება

კითხვას, დაიშლება თუ არა მიტინგი, თუ ხელისუფლება არ გადადგება, ბურჯანაძემ უპასუხა:  ხელისუფლება გადადგება!

აქციებთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძეს კითხვები ნეტგაზეთმაც დაუსვა:

ნეტგაზეთი: რით იქნება განსხვავებული წლევანდელი აქცია სხვა წინა აქციებისგან და რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ გამარჯვება გარდაუვალია?

ნინო ბურჯანაძე: ეს აქციები განსხვავებულია თუნდაც იმიტომ, რომ აქციის ორგანიზატორები არასოდეს უღალატებენ საკუთარ ხალხს. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ამ აქციების გამართვისთვის სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები არის ჩატარებული

ნეტგაზეთი:  გია თორთლაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თქვენ რუსეთისგან იღებთ დაფინასებას. რას უპასუხებდით მის ბრალდებას?

ნინო ბურჯანაძე: გია თორთლაძის აზრი არ მაინტერესებს. ბრალდებას დამტკიცება სჭირდება.

კითხვას, მაშინ ვინ აფინანსებს სახალხო კრებას, ბურჯანაძემ უპასუხა, რომ  პარტიას და სახალხო კრებას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და ბიზნესის წარმომადგენლების სახით.

ფეისბუქის მომხმარებლების შემდგომი კითხვები ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრიორიტეტებსა და მის მიერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაშვებულ შეცდომებს შეეხებოდა.

–ქალბატონო ნინო, როგორც პოლიტიკოსი, რა შეცდომას აღარ დაუშვებთ ხელისუფლებაში მესამედ მოსვლის შემთხვევაში?

ნინო ბურჯანაძე: არ დავუშვებნ უღირსი ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლას.

–და იქ, შიგნით იყავით და მაშინ არ (ან ვერ) აკეთებდით ვერაფერს და ახლა რა უნდა გააკეთოთ?

ნინო ბურჯანაძე: ახლა შევცვალოთ ხელისუფლება და მერე, არჩევნებზე, ვისიც გჯერათ, იმას მიეცით ხმა. გელოდებით 21–ში.

ერთი საათის გასვლის შემდეგ ფეისბუქის მომხმარებლებს ნინო ბურნაჯაძემ მადლობა გადაუხადა საინტერესო კითხვებისთვის. თუმცა კითხვები და კომენტარები მას შემდეგაც ბევრი დაისვა, მაგრამ– უკვე უპასუხოდ.

–ქალბატონო ნინო, რამდენი მილიონი გაქვთ გადამალული შვეიცარიის ბანკში?????

–ბურჯანაძე ამბობს, ხელისუფლებაში მომიყვანეთ და ყველა სურვილს შეგისრულებთო.  გულწრფელად მითხარით, ხალხო, გჯერათ??? :)

–უშეცდომო მხოლოდ ღმერთია, გაწონასწორებული ქალბატონია, დღეს ასეთი ადამიანების გვერდით უნდა გაერთიანდეს სრულიად საქართველო და ალბათ, რაღაც გვეშველება, ვერავინ უნდა გაბედოს ის, რასაც ესენი ბედავენ.

კითხვების გვერდზე ფეისბუქის მომხმარებლებმა ნინო ბურჯანაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სხვადსხვა გამოსვლის ამსახველი საარქივო მასალაც ატვირთეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი