ახალი ამბები

ილიაუნიში ულრიკე შულცის საჯარო ლექცია ჩატარდება

3 მარტი, 2016 • 1193
ილიაუნიში ულრიკე შულცის საჯარო ლექცია ჩატარდება

4 მარტს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიში ულრიკე შულცის საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე: სექსიზმი კანონმდებლობაში – გენდერული სტერეოტიპების გავლენა სამართალწარმოების პროცესზე. ლექცია სამართლის სკოლისა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) – თანამშრომლობით იმართება.

ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც თამარ გურჩიანი გაუძღვება.

ულრიკე შულცი იურისტია, რომელიც უფროსი მეცნიერის პოზიციაზე მუშაობს ჰაგენის (გერმანია) დისტანციური სწავლების უნივერსიტეტში. ამავდროულად, იკვლევს გენდერსა და კარიერას გერმანიის იურიდიულ აკადემიაში. მისი კვლევითი სფეროებია გენდერი და კანონმდებლობა, იურიდიული პროფესიების სოციოლოგია, დიდაქტიკა და პროფესიონალური კომუნიკაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი