ახალი ამბები

საჩხერეში დაჭრილი არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმეა

19 მაისი, 2011 • • 1052
საჩხერეში დაჭრილი არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმეა

საჩხერეში რუსი სამხედროების მიერ დაჭრილი გიორგი ლომსაძე ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და უახლოეს მოამავალში შესაძლეოა,  მას განმეორებითი ოპერაციის ჩატარება დასჭირდეს, ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ გიორგი რუხაძემ განუცხადა.

დაჭრილი საავდმყოფოში ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემაც მოინახულა და განაცხადა, რომ მისი მკურნალების ხარჯებს მთლიანად სამინისტრო დაფარავს. 
“დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალგაზრდა ორგანიზმი გაუძლებს ამას და ექიმები ყველაფერს გააკეთებენ მის გადასარჩენად,”- განაცხადა ანდრია ურუშაძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, ირაკლი რუხაძის თქმით, პაციენტი მუცლისა და ზურგის არეშია დაჭრილი და მისი მდგომარეობა მძიმეა და  შესაძლოა,  უახლოეს მომავალში მას მეორე ოპერაციაც გაუკეთონ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა საჩხერის ხუთი მცხოვრები გუშინ დაჭრეს. სამინისტროს ცნობით, 18 მაისს, დაახლოებით დილის 8 საათზე, საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანში მცხოვრები ხუთი ახალგაზრდა მამაკაცი ჯონჯოლის შეგროვების მიზნით იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს მდებარე ჩოლთოს ხეობაში.  „ მათ დაკავებას შეეცადნენ სამხედრო ფორმაში ჩაცმული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები“, ნათქვამია შშს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში– „ახალგაზრდებმა სცადეს გაქცევა. მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა. სროლის შედეგად დაიჭრა ორი მოქალაქე, რომლებსაც გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარდათ. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ამჟამად 17 წლის გიორგი ლომსაძე იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი