ახალი ამბები

შსს საჩხერეში რუსი სამხედროების მიერ დაჭრილებზე ავრცელებს ცნობებს

18 მაისი, 2011 • 1079
შსს საჩხერეში რუსი სამხედროების მიერ დაჭრილებზე ავრცელებს ცნობებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა საჩხერის ხუთი მცხოვრები დაჭრეს.

სამინისტროს ცნობით, 18 მაისს, დაახლოებით დილის 8 საათზე, საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანში მცხოვრები ხუთი ახალგაზრდა მამაკაცი ჯონჯოლის შეგროვების მიზნით იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს მდებარე ჩოლთოს ხეობაში.  „ მათ დაკავებას შეეცადნენ სამხედრო ფორმაში ჩაცმული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები“, ნათქვამია შშს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში– „ახალგაზრდებმა სცადეს გაქცევა. მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა. სროლის შედეგად დაიჭრა ორი მოქალაქე, რომლებსაც ამ წუთებში უტარდებათ გადაუდებელი ოპერაცია. მათ შორის მძიმედ არის დაჭრილი ადგილობრივი სკოლის  მოსწავლე, 17 წლის ახალგაზრდა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი