ახალი ამბები

ბათუმი და ქუთაისი ინტერნეტის, ტელეფონის და ბანკების გარეშე

17 მაისი, 2011 • • 1196
ბათუმი და ქუთაისი ინტერნეტის, ტელეფონის და ბანკების გარეშე

“კავკაზუს ონლაინის” ათასობით აბონენტს, ასევე ბანკებსა და სხვადასხვა კომერციული ორგანიზაციებს ქუთაისსა და ბათუმში ამჟამად ინტერნეტი და სატელეფონო ხაზები გათიშული აქვთ. როგორც ნეტგაზეთს “კავკაზუს ონლაინში” განუცხადეს, შეფერხების მიზეზი ტექნიკური დაზიანებაა.

“სპეციალისტები უკვე მუშაობენ ხარვეზის გამოსწორებაზე და ინტერნეტი და ტელეფონი დღის განმავლობაში ჩაირთვება,”- გვითხრა “კავკაზუს ონლაინის” ოპერატორმა. კომპანიაში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, კონკრეტულად რამ გამოიწვია ქსელის გათიშვა და აბონენტებისთვის ზუსტად რომელი საათზე გახდება ხელმისაწვდომი ტელეფონითა და ინტერენტით სარგებლობა.

ინტერნეტისა და ტელეფონის გათიშვის გამო “პროკრედიტ ბანკის” ხუთი ფილიალიდან ბათუმში მხოლოდ ერთი მუშაობს, დანარჩენი ოთხი პარალიზებულია. ბათუმში ასევე დახურულია “საქართველოს ბანკის” შვიდი ფილიალი, მუშაობას მათგან  მხოლო ორი აგრძელებს. ამავე ბანკის მხოლოდ ერთი ფილიალი მუშაობს ქუთაისში, ოთხის მუშაობა კი დროებით შეჩერებულია. რაც შეეხება “თი ბი სი ბანკს”, აქ ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ბათუმისა და ქუთაისის ფილიალები მუშაობას აგრძელებენ, თუმცა საბანკო ოპერაციები შეზღუდულად, შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობს. ინტერნეტის გათიშვის გამო ქუთაისსა და ბათუმში არ მუშაობს აღნიშნული ბანკების ბანკომატები. როგორც კომპანიებში აცხადებენ, ისინი ინტერნეტისა და სატელეფონო ხაზების ჩართვას უახლოეს საათებში ელოდებიან. ბანკები ინტერნეტისა და სატელეფონო ხაზების გათიშვით გამოწვეული ზარალის შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი