ახალი ამბები

ილია II აშშ-ის ელჩს ესტუმრა და საჩუქრად ნახატი ნატვრის ხის გამოსახულებით გადასცა

2 მარტი, 2016 • 1680
ილია II აშშ-ის ელჩს ესტუმრა და საჩუქრად ნახატი ნატვრის ხის გამოსახულებით გადასცა

ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, დღეს, 2 მარტს, ელჩ კელისა და მის მეუღლე ფრანჩესკას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II ესტუმრა.

საელჩოს ცნობით, შეხვედრისას, რომელიც ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები განიხილეს. ფრანჩესკა ოპერის პროფესიონალი მომღერალია, სადილისას მან და ილია II-მ პატრიარქის მუსიკალურ კომპოზიციებზე ისაუბრეს. პატრიარქმა ელჩს საჩუქრად გადასცა ნახატი, რომელზეც ნატვრის ხეა გამოსახული.

ილია მეორე აშშ-ს ელჩ იან კელის სახლში

ილია მეორე აშშ-ს ელჩ იან კელის სახლში

ილია მეორე აშშ-ს ელჩ იან კელის სახლში

ილია მეორე აშშ-ს ელჩ იან კელის სახლში

მასალების გადაბეჭდვის წესი