ახალი ამბები

აშშ–ს საელჩოსთან „ქართული პარტიის“ აქცია დაიწყო

16 მაისი, 2011 • 1021
აშშ–ს საელჩოსთან „ქართული პარტიის“ აქცია დაიწყო

თბილისში, აშშ–ს საელჩოსთან, ქართული პარტიის ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა აქცია დაიწყეს.

აქციას დაახლოებით 100 ადმაიანი ესწრება. ახალგზარდები სახეზე მიხატული წარწერებით აშშ–ს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდაჭერას აპროტესტებენ.

დღეს, აშშ-ს საელჩოსთან გასამართ აქციამდე 2 საათით ადრე, „ქართული პარტია“ აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდებს, აშშ-მ შეწყვიტოს სააკაშვილის მხარდაჭერა და მხარი დაუჭიროს საქართველოს.

მიმართვა აშშ-ს პრეზიდენტისადმი ჟურნალისტებს „ქართული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, მიმართვა ინგლისურ ენაზეც ითარგმნა და მას ბარაკ ობამას გაუგზავნიან.

მიმართვის ტექსტის მიხედვით, „ქართული პარტია“ ადასტურებს, რომ „საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-სთან მეგობრობა და პარტნიორობა, თუმცა, ნამდვილი და საიმედო პარტნიორობა ძალუძს მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყანას და არა საკუთარ ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც ყველაფერს იკადრებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად.“

აშშ-ს პრეზიდენტისთვის განკუთვნილ მიმართვაში „ქართული პარტია“ წერს, რომ სააკაშილის ხელისუფლებისთვის ჭეშმარიტი დემოკრატია მიუღებელია და ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას მხოლოდ მის სუროგატს სთავაზობს.

„ქართული პარტიის“ შეხედულებით, „ის სოციოლოგიური კვლევები, რომლებსაც ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები– NDI და IRI– საქართველოში ატარებენ, სამწუხაროდ, დამახინჯებულად წარმოაჩენს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ სურათს, რასაც, თავის მხრივ, მიხეილ სააკაშილი სხვადასხვა სპეკულაციებისა და მანიპულაციებისთვის იყენებს.“

მასალების გადაბეჭდვის წესი