ახალი ამბები

აზერბაიჯანში ვულკანი ამოიფრქვა

12 მაისი, 2011 • • 1012
აზერბაიჯანში ვულკანი ამოიფრქვა

რამდენიმე საათის წინ აზერბაიჯანში, ბაქოდან სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში, ჰარამანის მთაზე ვულკანი 400 მეტრის სიმაღლეზე ამოიფრქვა. უახლესი მონაცემებით მსხვერპლი არ არის, იტყობინება აზერბაიჯანული სიანფორმაციო სააგენტო news.az.

სააგენტოს ინფრომაციით, ვულკანური ფერფლის ამოფრქვევა დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა. კრატერიდან კი ცეცხლი 50 მეტრის სიმაღლეზე ახლაც ამოდის და მისი დანახვა შესაძლებელია 80 კილომეტრით დაშორებული ქალაქებიდან – ჰაჯიგაბულიდან და შირვანიდან.

ადგილზე მუშაობენ აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები. როგორც გეოლოგმა ადილ ალიევმა news.az-ს განუცხადა, ფულკანური ფერფლი დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული. მისივე ინფორმაციით, დაშმარდანის ვულკანი ბოლო 200 წლის მანძილზე უკვე მეოთხედ ამოიფრქვა. ვულკანის პირველი ამოფრქვევა ისტორიულ წყაროებში  1866 წლით არის დათარიღებული. მეორედ უფრო ძლიერად ეს 1954 წელს მოხდა, მესამედ კი –1966-ში. როგორც ადილ ალიევი ამბობს, სპეციალისტები დაშმარდანის გააქტიურებას ელოდნენ, რადგან მისი ბოლო გააქტიურებიდან 35 წელი იყო გასული.

მასალების გადაბეჭდვის წესი