ახალი ამბები

სტეინბერგი ფოთში გაზსადენს ეწვია

12 მაისი, 2011 • 1046
სტეინბერგი ფოთში   გაზსადენს ეწვია

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე დონალდ სტეინბერგი ეწვია აღმოსავლეთ-დასავლეთ გაზსადენს, რომელიც გადის სენაკიდან ფოთამდე და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სრულდება.

 

სტეინბერგმა, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწე პეიჯ ალექსანდერთან,  საქართველოში  აშშ-ს ელჩის  მოადგილე კენტ ლოგსდონსა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში, რომელიც სიმბოლურად მილსადენის მშენებლობის დასრულებასა და ფოთისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გაზმომარაგებასთან არის დაკავშირებული.

 

ფოთი-სენაკის გაზსადენის მშენებლობა დაფინანსდა USAID-ის 115– მილიონიანი დოლარის პროექტის  ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს  საქართველოს ენერგეტიკისა და გაზის ინფრასტრუქტურის აღდგენას.  პროექტი  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან (GOGC) თანამშრომლობით განხორციელდა.

 

პროექტის შედეგად  ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი უნდა გახდეს  ფოთის, სენაკის, ხობისა და სამეგრელოს სოფლების მოსახლეობისთვის.  გაზს მიიღებს ფოთის პორტთან არსებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი