ახალი ამბები

თბილისის მერია 17 ქუჩაზე სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობას დაარეგულირებს

29 თებერვალი, 2016 • 2112
თბილისის მერია 17 ქუჩაზე სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობას დაარეგულირებს

თბილისის მერიამ დღეს, 29 თებერვალს დამსაქმებელთა ასოციაციასთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმადაც, 15 მარტიდან თბილისის რამდემინე ქუჩაზე სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის  საცდელი რეგულირება დაიწყება.

მერიის განცხადებით, რეგულირება გულისხმობს 2016 წლის 15 მარტიდან 1 სექტემბრის ჩათვლით თბილისის 17 ქუჩაზე (აბაშიძე, ფალიაშვილი, ბარნოვი, დოლიძე, ცინცაძე, ნუცუბიძე, შარტავა, კოსტავა, პეკინი, გამსახურდია, მარჯანიშვილი, აღმაშენებლის გამზირი, ჯავახეთი, ხიზანიშვილი (მ.ახმეტელის ორივე მხარე), ლესელიძე, ლეონიძე, ასათიანი) 17:00 საათიდან 20:00 საათამდე დისტრიბუციის განხორციელების მიზნით სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის შეზღუდვას.

“ჩვენ ავიღეთ ვიწრო ქუჩები, რადგან აღნიშნულ ქუჩებზე პიკის საათებში დამატებით სადისტრიბუციო მანქანების შესვლა და გაჩერება დამატებით სირთულეებს ქმნის,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერიის ცნობით, ამ ეტაპზე რამდენიმე ათეული კომპანია მზადაა, ხელი შეუწყოს თბილისის მერიის სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის კომპლექსური სქემის ამოქმედებას და განახორციელოს სადისტრიბუციო გადაზიდვები მემორანდუმით შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი