ახალი ამბებისამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად შეიძლება გიორგი მიქაუტაძე დასახელდეს

29 თებერვალი, 2016 • 1655
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად შეიძლება გიორგი მიქაუტაძე დასახელდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად შეიძლება გიორგი მიქაუტაძე დასახელდეს, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

დღეს, 29 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე მიქაუტაძის კანდაიდტურა საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ დაასახელა. მურუსიძე სთავაზობს საბჭოს, რომ დღეს უყარონ მის კანდიდატურას კენჭი.

გიორგი მიქაუტაძე 2011 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.  მან 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2006 წელს მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორად. 2006-2010 წლებში მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად. 2010 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად. 2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. დაიბადა 1982 წლის 06 სექტემბერს თბილისში.

მასალების გადაბეჭდვის წესი