ახალი ამბები

პრემიერის დავალებით ტყიბულში ბიზნესომბუდსმენი ჩავა

28 თებერვალი, 2016 • 1384
პრემიერის დავალებით ტყიბულში ბიზნესომბუდსმენი ჩავა

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაიით, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ტყიბულში ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ჩავა, რომელიც გაფიცულ მაღაროელებს შეხვდება და ადგილზე შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებთან შეხვედრაზე აღნიშნა.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, პარლამენტში განსახილველ კანონპროექტებს, დაგეგმილი რეფორმების დღის წესრიგს. გიორგი კვირიკაშვილმა მოისმინა ფრაქციის წარმომადგენლების მოსაზრებები და წინადადებები და უპასუხა მათ შეკითხვებს.

ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებთან გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე დაესწრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი