ახალი ამბები

იოანე პავლე მეორეს ნეშტის ექსჰუმაცია

29 აპრილი, 2011 • 1530
იოანე პავლე მეორეს ნეშტის ექსჰუმაცია

2005 წელს გარდაცვლილი რომის პაპის, იოანე პავლე მეორეს ექსგუმაციის პროცესზე დღეს რომში ათასობით ადამიანი ჩავიდა, – იუწყება როიტერი.

გარდაცვლილი პაპის ექსგუმაცია მისი ნეტარად აღიარების პროცესისთვის გახდა საჭირო.

ბეატიფიკაცია, ანუ ნეტარად აღიარება, წმინდანად აღიარების ერთ–ერთი ეტაპია.

2005 წელს გარდაცვლილ რომის პაპს, იოანე პავლე მეორეს ნეტარად 2011 წლის 1 მაისს აღიარებენ. ასეთი გადაწყვეტილება პაპმა, ბენედიქტე XVI-მ მიმდინარე წლის 14 იანვარს მიიღო, როდესაც  ხელი მოაწერა სასწაულის აღიარების დეკრეტს, რომელიც მისი წინამორბედის, იოანე პავლე მეორეს სახელთან იყო დაკავშირებული.

კარდინალებმა და ეპისკოპოსებმა იონე პავლე მეორეს სახელთან დაკავშირებული სასწაულის საკითხის შესწავლა გასული წლის დეკემბრიდან მას შემდეგ დაიწყეს, რაც მედიკოსების კომისიამ ვერ მოახერხა აესხნა, თუ როგორ მოხდა 49 წლის ფრანგი მონაზვნის მარი სიმონ-პიერის განკურნება პარკინსონის დაავადებისგან.

ფრანგი მონაზონი პარკინსონით 2001 წლის ივლისში დაავადდა. მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა 2005 წლის აპრილიდან, როდესაც იოანე პავლე მეორე გარდაიცვალა. ამავე წლის 13 მაისიდან, როდესაც ბენედიქტე XVI–მ გამოთქვა თანხმობა, მისი წინამორბედის ბეატიფიკაციის ვადამდელი პროცესი დაეწყო, შესაძლებელი გახდა, რომ ერთობლივი ლოცვის დროს მონაზვნებს მიემართათ იოანე პავლე მეორესთვის, რათა მას მფარველობა გაეწია ღვთის წინაშე. მონაზვნებმა დაიწყეს ლოცვა დაავადებული მარი სიმონ–პიერის განკურნებისთვის. მართლაც, იოანე პავლე მეორეს გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ დაავადებულმა მონაზონმა გამოჯანმრთელება დაიწყო: ჩატარებულმა ნევროლოგიურმა გამოკვლევებმა დაადაასტურეს, რომ მონაზონი სრულიად ჯანმრთელია.

დღეს, როგორც როიტერი იუწყება, პაპის ექსგუმაციის პროცესს კარდინალე სტანისლავ ძივიში, პაპის პირადი მდივანი და ათეული წლის განმავლობაში მისი მარჯვენა ხელი ესწრებოდა.

პირველ მაისს პაპის ბეატიფიკაციის პროცესს 16 ქვეყნის ლიდერი და 87 ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია დაესწრება. იოანე პავლე მეორეს ნახვა განსასვენებელში, რომელიც წმინდა პეტრეს საკურთხეველთან დაიდგმება, ყველა მსურველს შეეძლება.

 

ამავე თემაზე:

რომის პაპმა წინამორბედის სასწაული აღიარა

ვატიკანმა იოანე პავლე მეორეს სასწაული აღიარა


მასალების გადაბეჭდვის წესი