ახალი ამბები

“ბიძინას დაკიდული ბაღები” – აქცია “არა პანორამას” დასრულდა [ფოტო/ვიდეო]

27 თებერვალი, 2016 • 2201
“ბიძინას დაკიდული ბაღები” – აქცია “არა პანორამას” დასრულდა [ფოტო/ვიდეო]

აქცია “პანორამა თბილისის” წინააღმდეგ პუშკინის სკვერში დაიწყო და მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაგრძელდა. აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა იყო.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნატა ფერაძე ამბობს, რომ მას არ აქვს იმედი, რომ გიორგი კვირიკაშვილი მათ შეხვდება და მათ აზრს მოისმენს.

“სიმართლე გითხრათ, ჩემი მოსაზრებით, არ შეგვხვდება, მაგრამ იქნებ – კი. ჩემი პირადი აზრია, რომ უგულებელყოფს”, – განაცხადა ნატა ფერაძემ.

ასევე აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების მოთხოვნა „პანორამა თბილისის“ დამტკიცებული პროექტის გასაჯაროება და ცენტრალურ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის დამყარება იყო.

აქციის ორგანიზატორები 27 თებერვლის საპროტესტო აქციიდან ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ღია შეხვედრასა და ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღებამდე „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ.

ამ ორი პირობის დაკმაყოფილების მოთხოვნით, აქციის მონაწილეებმა პეტიცია შეადგინეს და ხელმოწერები შეაგროვეს.

"პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქცია. 27.02.2016 ფოტო: გივი ავალიანი

“პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქცია. 27.02.2016 ფოტო: გივი ავალიანი

პროექტი “პანორამა თბილისი” გულისხმობს თბილისის სამ ადგილას, თავისუფლების მოედანზე, სოლოლაკის ქედსა და ერეკელე მეორის მოედანზე კომპლექსის მშენებლობას, რომელშიც სასტუმრო და საქმიანი ფართები განთავსდება.

თავდაპირველი პროექტის მიხედვით, “პანორამა თბილისი” მიზნად ისახავდა თავისუფლების მოედანზე, ცეკავშირის შენობის ადგილას, ერეკლე მეორის მოედანზე და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის გვერდით სოლოლაკის ფერდობზე სასტუმროების აშენებას, რომლებიც ერთმანეთს საბაგირეობისა და დახრილი ლიფტების საშუალებით დაუკავშირდებიან. შემდეგ ინვესტორმა კომპანიამ განაცხადა, რომ საბაგიროების საშუალებით ერთმანეთს მხოლოდ თავისუფლების მოედანსა და სოლოლაკში მდებარე სასტუმროები დაუკავშირდებიან.

ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 მილიარდი ლარია. თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, პროექტი “პანორამა თბილისი”, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი ბიძინა ივანიშვილია, მიზნად ისახავს თბილისში სასტუმროების ქსელის აშენების შემდეგ საერთაშორისო კონფერენციების მოწყობისთვის ხელის შეწყობასა და ტურისტების მოზიდვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი