ახალი ამბები

აქცია “პანორამა თბილისის” წინააღმდეგ პუშკინის სკვერში დაიწყო [ფოტო]

27 თებერვალი, 2016 • 2543
აქცია “პანორამა თბილისის” წინააღმდეგ პუშკინის სკვერში დაიწყო [ფოტო]

პუშკინის სკვერში “პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქცია 16 საათზე დაიწყო. აქციის ორგანიზატორია სამოქალაქო გაერთიანება “ერთად”, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებს აერთიანებს.

ორგანიზატორების განმარტებით, აქციის მოთხოვნაა, რომ „პანორამა თბილისის“ დამტკიცებული პროექტი გასაჯაროვდეს და ცენტრალურ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაცია დამყარდეს.

აქციის ორგანიზატორები 27 თებერვლის საპროტესტო აქციიდან ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს პრემიერმინისტრთან ღია შეხვედრასა და ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღებამდე „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ.

“ეს არის უზარმაზარი პროექტი, უზარმაზარი ინვესტიცია. რომელიც ქალაქს ძალიან სერიოზულ ზიანს მიყენებს. ჩვენ ვკარგავთ ყველანაირ შანსს, მოვხვდეთ იუნესკოს სიაში, ჩვენ ვკარგავთ ჩვენი ქალაქის იდენტობას. ძველი თბილისის მაცხოვრებლებს მოუწევთ აქედან გასახლება, რაც უკვე დაიწყო. თუმდაც თავისუფლების მოედანზე მშენებლობის პროექტში ერთი მეტრის დისტანციაზე უშენებენ მაცხოვრებლებს და გაუსაძლის პირობებს უქმნიან. ეს იქნება ძალიან ვიწრო წრეზე გათვლილი ლუქს-აპარტამენეტები და ის იდგება ქალაქის თავზე, დომინანტი იქნება ძველ თბილისზე. მივსალმებით ქალაქში ინვესტირებას, მაგრამ გააზრებულად და მოქალაქეებთან შეთანხმებულად. ეს ქალაქი არ არის ერთეული მთავრობის, ეს ქალაქი არის მოსახლეობის. მოსახლეობა მოვითხოვთ, რომ ჩვენთან ერთად მოეწყოს განხილვები”, – განაცხადა აქციის მონაწილე ნატა ფერაძემ.

აქციის მონაწილე მარიამ ბაქრაძე ამბობს, რომ პრობლემა ისაა, პროექტს ისე ახორციელებენ, რომ არც მოსახლეობას და არც პროფესიონალებს აზრს არ ეკითხებიან.

“ჩვენი მიზანია, რომ მოვთხოვოთ ქალაქის მთავრობას და საქართველოს მთავრობას, რომ ეს პროექტი შეაჩერონ იმიტომ, რომ ამ ქალაქის მოსახლეობის დაუკითხავად ხორციელდება. ვითხოვთ, დაიწყოს საზოგადოებრივი განხილვა, შეგვხვდეს მთავრობის ხელმძღვანელი კვირიკაშვილი, იმიტომ, რომ ეს პროექტი დამტკიცებული აქვს ეკონომიკის სამინისტროს. დაიწყოს საზოგადეობასთან დიალოგი და ეს არ იყოს ერთეული ადამიანების გადაწყვეტილება”, – განაცხადა მარიამ ბაქრაძემ.

პროექტი “პანორამა თბილისი” გულისხმობს თბილისის სამ ადგილას, თავისუფლების მოედანზე, სოლოლაკის ქედსა და ერეკელე მეორის მოედანზე კომპლექსის მშენებლობას, რომელშიც სასტუმრო და საქმიანი ფართები განთავსდება.

თავდაპირველი პროექტის მიხედვით, “პანორამა თბილისი” მიზნად ისახავდა თავისუფლების მოედანზე, ცეკავშირის შენობის ადგილას, ერეკლე მეორის მოედანზე და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის გვერდით სოლოლაკის ფერდობზე სასტუმროების აშენებას, რომლებიც ერთმანეთს საბაგირეობისა და დახრილი ლიფტების საშუალებით დაუკავშირდებიან. შემდეგ ინვესტორმა კომპანიამ განაცხადა, რომ საბაგიროების საშუალებით ერთმანეთს მხოლოდ თავისუფლების მოედანსა და სოლოლაკში მდებარე სასტუმროები დაუკავშირდებიან.

ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 მილიარდი ლარია. თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, პროექტი “პანორამა თბილისი”, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი ბიძინა ივანიშვილია, მიზნად ისახავს თბილისში სასტუმროების ქსელის აშენების შემდეგ საერთაშორისო კონფერენციების მოწყობისთვის ხელის შეწყობასა და ტურისტების მოზიდვას.

პანორამა თბილისის საწინააღმდეგო აქცია პუშკინის სკვერში. 27.02.2016 ფოტო: გივი ავალიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი