ახალი ამბები

ალასანია: შემაძრუწუნებელია დეპუტატების მინიშნება, რომ პეტრიაშვილის დაჭრა პირადს უკავშირდება

27 თებერვალი, 2016 • 1176
ალასანია: შემაძრუწუნებელია დეპუტატების მინიშნება, რომ პეტრიაშვილის დაჭრა პირადს უკავშირდება

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ შემაძრწუნებელი იყო ზოგიერთი სინდისგარეცხილი დეპუტატის მინიშნება იმაზე, რომ პეტრიაშვილის დაჭრა პირად მოტივს უკავშირდება.

“ვერც კი  წარმომიდგენია ასეთი პოლიტიკური ლიდერის მიმართ გამიზნული თავდასხმა, მკვლელობის მცდელობა დარჩეს გამოუძიებელი. შემაძრწუნებელი იყო ზოგიერთი ღირსებაგარეცხილი დეპუტატის მინიშნება იმაზე, რომ შეიძლება რაღაც პირადს ჰქონდეს ადგილი. რა მნიშვნელობა აქვს, პოლიტიკური, პირადი თუ რა მოტივიც არ უნდა ყოფილიყო, საზარელი დანაშაული უნდა იქნეს გამოძებული”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ “კურიერთან” საუბრისას..

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ეს განცხადება რესპუბლიკურ საავადმყოფოში ალექსი პეტრიაშვილის მონახულებისას გააკეთა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი