ახალი ამბები

იან კელი: იმედი მაქვს, პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სრულყოფილად მიმდინარეობს

27 თებერვალი, 2016 • 1150
იან კელი: იმედი მაქვს, პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სრულყოფილად მიმდინარეობს

აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ “ფრონტნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედი აქვს, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის თაობაზე სრულყოფილი გამოძიება მიმდინარეობს.

“როდესაც შევიტყვე ამ შემთხვევის შესახებ, შოკირებული დავრჩი. პირველი, რაც ვიფიქრე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. როგორც ვიცი, მიის ჭრილობები არ არის სიცოცხლისთვის საშიში. მე ვიცნობ ალექსს. მე შევხვდი მას რამდენჯერმე, არის ჭკვიანი ადამიანი და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერი. იმედი მაქვს, მიმდინარეობს სრულყოფილი გამოძიება და ვინც არ უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი, აუცილებლად დაისჯება. მოვუწოდებ ყველას, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დაველოდოთ გამოძიების დასრულებას”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

გუშინ, 26 თებერვალს, “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა საბურთალოს სასაფლაოზე მოხდა.

შსს–მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი