ახალი ამბები

საიას განცხადება საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“

27 აპრილი, 2011 • 1126
საიას განცხადება საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოეხმაურა 26 აპრილს გამოქვეყნებულ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას გირგვლიანის საქმეზე.  „ძალიან მნიშვნელოვან და ყურადსაღებ გზავნილებს შეიცავს [გადაწყვეტილება] საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მისამართით“, მიაჩნია საიას.

ორგანიზაციის აზრით,  გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის მითითებული, თუ როგორ უნდა განხორციელდეს იმ დანაშაულთა გამოძიება, რომელთა ჩადენაში, სავარაუდოდ, სახელმწიფო მოხელეები მონაწილეობენ, რათა გამოძიება კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს პასუხობდეს (ეფექტური გამოძიების წარმოება).

განცხადების დანარჩენი ნაწილი ევროპის სასამართლო გადაწყვეტილების აღწერას ეთმობა, რომელიც ასეთი დასკვნით სრულდება:

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა და ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გაითვალისწინონ ევროპის სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული ყველა ხარვეზი, განსაკუთრებით ისეთ საქმეებში, სადაც დანაშაულის ჩადენაში სახელმწიფო მოხელეების სავარაუდო მონაწილეობა იკვეთება, რათა მომავალში მაინც უზრუნველყოფილი იყოს მსგავსი საქმეების ეფექტური გამოძიება ეროვნულ დონეზე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი