ახალი ამბები

რომის პაპი სატელევიზიო შოუში

22 აპრილი, 2011 • 1396
რომის პაპი სატელევიზიო შოუში

რომის პაპი ბენედიქტე XVI კათოლიკური ეკლესიის პირველი მეთაურია, რომელიც სატელევიზიო გადაცემაში მიიღებს მონაწილეობას და ტელეეთერში დასმულ შეკითხვებს უპასუხებს

რომის პაპი ბენედიქტე XVI კათოლიკური ეკლესიის პირველი მეთაურია, რომელიც სატელევიზიო გადაცემაში მიიღებს მონაწილეობას და ტელეეთერში დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.

80–წუთიანი გადაცემის ჩანაწერი დღეს იტალიის სამაუწყებლო კომპანია RAI UNO–ს ეთერში გადაიცემა. ამ ინფორმაცაის «კათოლიკური ახალი ამბების სააგენტო» ავრცელებს.

შეკითხვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისგან შეგროვდა. მათ შორისაა, მუსლიმანი დედა დასავლეთ აფრიკის კონფლიქტის რეგიონიდან, რომელსაც სურს მეტი ინფორმაციის მიღება იესოზე, როგორც მშვიდობის მასწავლებელზე. შეკითხვებს დასვამენ, ასევე, ერაყში, კერძოდ, ბაღდადში მცხოვრები სტუდენტები.

პაპი, ასევე, უპასუხებს იტალიელი დედის შეკითხვას, რომლის შვილიც კომაშია რამდენიმე წლის განმავლოვაში. ტელეეთერში წაიკითხავენ იაპონელი გოგონას წერილს, სადაც შეკითხვით მიმართავს პაპს, თუ როგორ ახსნის იგი იაპონიაში ბოლოს მომხდარი მიწისძვრის მიზეზს.

«დღეს პაპი გადადგამს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან ნაბიჯს თანამედროვე მედია ეპოქაში, როცა ის გახდება პირველი პაპი, რომელიც ტელევიზიით უპასუხებს დასმულ შეკითხვებს», – ასე აფასებს ბრიტანული Guardian–ი პაპის დღევანდელ სატელევიზიო ეთერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი