ახალი ამბები

“ფორბსმა” მსოფლიოს 2000 უმსხვილესი კომპანიის რეიტინგი გამოაქვეყნა

22 აპრილი, 2011 • 1447
“ფორბსმა” მსოფლიოს 2000 უმსხვილესი კომპანიის რეიტინგი გამოაქვეყნა

თავის ყოველწლიურ რეიტინგში ამერიკულმა ფორბსმა მოგების მიხედვით მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული კომპანიების ნუსხა გამოაქვეყნა.

ფორბსის სიაში 500 –ზე მეტი აშშ–ს, 300–მდე იაპონური, 100–ზე მეტი ჩინური, 100–ზე ნაკლები კანადური და სამხრეთ კორეული კომპანიები მოხვდნენ.

რეიტინგის პირველ ნომერი უკვე მეორე წელია ბანკი JPMorgan Chase–ია. მისმა მოგებამ გასულ წელს 17.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

მეორე ადგილზე ბრიტანული ბანკი HSBC–ია.

შემდეგ პოზიციებზეა ნავთობკომპანიები: ExxonMobil, ჰოლანდიური Shell  და ჩინური PetroChina.

აღნიშნულ სიაში 26 რუსული კომპანიაა. პირველ ასეულში „გაზპრომი“(მე–15 ადგილი), “ლუკოილი” (71–ე ადგილი) და „როსნეფტი“ (77–ე ადგილი) მოხვდნენ.

.

მასალების გადაბეჭდვის წესი