ახალი ამბები

საქართველოში ბრილიანტისა და ოქროს უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

26 თებერვალი, 2016 • 1312
საქართველოში ბრილიანტისა და ოქროს უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო საზღვრის კონტროლისგან მალულად დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობების შემოტანის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულს, უ. რ-ს საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,წითელი ხიდის’’ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდა დიდი ოდენობით არადეკლალირებული ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტის თვლები.

დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი