ახალი ამბები

ანონსი – 26 თებერვალი

26 თებერვალი, 2016 • 1488
ანონსი – 26 თებერვალი

წარმოგიდგენთ 26 თებერვალს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

10:30 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან და კოალიციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებებს გააკეთებს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

11:00 საქართველოს ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაციის პრეზიდენტი ზაალ რუხაძე და პრესსამსახურის წარმომადგენელი გიორგი ფულარიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: „საქართველოს ოფ-სეზონის ჩემპიონატი“ ბოდიბილდინგსა და ფიტნესში. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:30“პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ალექსანდრე კობაიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პროკურატურაში წარდგენილი დასკვნა მოსამართლეების საკვალიფიკაციო გამოცდების შესახებ, რომლის მიხედვითაც გამოძიება დაიწყო. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სააფთიაქო ნარკომანიის ურთულესი პრობლემა საქართველოში ა და ზოგადად, მსუბუქი მოხმარების ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11.45 საათზე, სასტუმროთბილისიმერიოტშიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და EFTA- დელეგაციის ხელმძღვანელი,ჟან ფარბერგი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

12:00 “პირველ პრესკლუბში” პოლიტიკური მოძრაობა “ბედნიერი საქართველოსთვის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ქვრივიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ლეონიდ ჩერნოვეცკის ინიციატივა, რომელიც საქართველოში ონლაინ–საკრედიტო ორგანიზაციების, ლომბარდების და სხვა მსგავსი ტიპის საფინანსო ორგანიზაციების პრობლემატიკას ეხება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22\

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მამუკა ახვლედიანის თავმჯდომარეობიდან გადაყენების რეალური მიზეზი, ცილისწამების მუხლის ამოქმედების აუცილებლობა და საერთაშირისო პრაქტიკა.

13:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა:  ,,პანორამა თბილისი“. მის: თავისუფლების #2

13:00 საათზე, პარტიის ოფისში, “მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე ბრიფინგს გამართავს თემაზე: “,,მემარცხენე ალიანსის’ პასუხი ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს”. საკონტაქტო პირი: პარტიის პრესსამსახურის უფროსი ნინო ქეშელაშვილი. მობ.: 598 700 642

15:30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.  მის: თავისუფლების #2

16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება. მის: თავისუფლების #2

17:00 საათზე,  სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გამართავს მორიგ საჯარო დებატებს თემაზე „ სეკულარიზმის გამოწვევები საქართველოში“  (მისამართი : ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, 107-ე აუდიტორია).  

18:00 მწვანე მუშტი, თვითორგანიზების ქსელი, ახალგაზრდა მწვანეები, თბილისის სოლიდარობის ქსელი, თეთრი ხმაურის მოძრაობა ტყიბულელ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებენ და დელისის მეტროდან და გაზაფხულის ქუჩა #14-ის მიმართულებით, “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” (ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის “საქნახშირი”) ცენტრალური ოფისისკენ მსვლელობას მოასწობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი