ახალი ამბები

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს

25 თებერვალი, 2016 • 1682
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში თავისი ბოლო შეხვედრა გამართა და ბანკის თანამშრომლებს დაემშვიდობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს. არჩილ მესტვირიშვილი ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტია.

ეროვნული ვბანკის ცნობით, ქადაგიძემ თითოეულ მათგანს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

“დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს ბანკში გატარებული წლებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. ვფიქრობ, ერთად ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შევძელით, რაც უდავოდ არის თითოეული თქვენგანის დიდი შრომისა და მონდომების შედეგი. შემდგომ წარმატებებს და გამარჯვებებს გისურვებთ”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად 2009 წლის 26 თებერვალს 7 წლის ვადით დაინიშნა.

გიორგი ქადაგიძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილების ვადა ხვალ, 26 თებერვალს ეწურება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ამავე ბანკის საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტი. დანიშნავს.

თუმცა, სანამ საბჭო პრეზიდენტობის კანდიდატს წარადგენს, მანამდე საქართველოს პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭროს ეროვნული ბანკის საბჭოში კობა გვენეტაძის კანდიდატურას.

მასალების გადაბეჭდვის წესი