ახალი ამბები

სერგეენკო: ტყიბულელი მაღაროელების შრომითი დავის მოსაგვარებლად სამმხრივი კომისია ვერ შეიქმნება

25 თებერვალი, 2016 • 1606
სერგეენკო: ტყიბულელი მაღაროელების შრომითი დავის მოსაგვარებლად სამმხრივი კომისია ვერ შეიქმნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ტყიბულელი მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის დავის მოგვარებისთვის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია ვერ შეიქმნება.

“სახალხო დამცველის პოზიცია არის სახალხო დამცველის პოზიცია, რომელიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ ერთი, მე არ ვიცი, მერამდენე მოწოდებაა, რომ უფრო ღრმად ჩაიხედოს დეტალებსა და პროცესებში. კერძოდ, სამმხრივი კომისიის ფუნქცია არის არა კონკრეტული შრომითი დავების ან რაიმე სხვა სახის განხილვა, როგორც ასეთი, არამედ პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შეეხება შრომით დავებს. ანუ ეს არის პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანო, რომელიც უკვე შეიკრიბა შარშან და რომელმაც უკვე გამოიტანა თავისი დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ჯანდაცვის მინისტრს დაევალა მედიაცია. ხაზს ვუსვამ, რომ სამმხრივი კომისიის ფუნქცია არ არის კონკრეტული დავების განხილვა. ეს არის პოლიტიკისა და სტრატეგიის შემმუშავებელი საბჭო და არა კონკრეტული შრომითი დავების განმხილველი.

ჯანდაცვის მინისტრი უკვე აქტიურად არის ჩარეული, მონაწილეობს ამ პროცესში და ეს მონაწილეობა გამოიხატება კანონით დადგენილი ნორმების აღსრულებაში, როდესაც იქ მივლინებული არიან ჩვენ მიერ შერჩეული ადამიანები,”-განაცხადა სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი