ახალი ამბები

“მაღაროელი ებრძვის სიბნელეს” – ლია უკლებას სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს

25 თებერვალი, 2016 • 3328
“მაღაროელი ებრძვის სიბნელეს” – ლია უკლებას სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს

მხატვარი ლია უკლება ტყიბულელი მაღაროელების გაფიცვას სოლიდარობას საკუთარი ნამუშევრით, “მაღაროელი ებრძვის სიბნელეს” უცხადებს.

“მიმაჩნია, რომ ყბადაღებულ სიბნელეს პირველ რიგში ის ებრძვის, ვინც ფიზიკურად შრომობს, ვისი შრომაც არაფრად ფასობს. ის ადამიანები, ვინც უმძიმესი შრომით მოიპოვებენ დამადლებულ ლუკმას. სინამდვილეში ისინი ებრძვიან სიბნელეს პირდაპირი და ირიბი გაგებით”, – უთხრა “ნეტგაზეთს” მხატვარმა.

მისი აზრით, მაღაროელების აქცია სწორედ ამ სიბნელის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ნაწილია, რადგან შრომითი უფლებები ადამიანური ყოფის განუყოფელი ნაწილია.

"მაღაროელი ებრძვის სიბნელეს" - ლია უკლებას სოლიდარობა ტყიბულელ გაფიცულებს.

“მაღაროელი ებრძვის სიბნელეს” – ლია უკლებას სოლიდარობა ტყიბულელ გაფიცულებს.

ტყიბულელი მაღაროელები მე-12 დღეა გაფიცული არიან. ისინი ხელფასების 40%-ით მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. საწარმოს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ხელფასებს 40%-ით ვერ გაზრდიან, ხოლო სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე სასაუბროდ მზად არიან.

მხატვარი, ფემინისტი და აქტივისტი, ლია უკლება საკუთარი შემოქმედებით ხშირად აკრიტიკებს სოციალურ უთანასწორობას. მისმა ნახატმა “ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით” საპატრიარქოს კრიტიკა დაიმსახურა.

საზოგადოების ნაწილი კი მხატვარს აფასებს იმ ფაქტის გამო, რომ წლების განმავლობაში მუშაობს ადამიანის უფლებების, კონკრეტულად კი, ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით, რის გამოც ლია უკლებას კატო მიქელაძის პრემია გადასცეს.

ლია უკლება რამდენიმე პერსონალური გამოფენის ავტორია საქართველოში და საზღვარგარეთ.

მხატვარი ლია უკლება

მხატვარი ლია უკლება

მასალების გადაბეჭდვის წესი