ახალი ამბები

მთავრობა: 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებისთვის 20 მილიონ ლარს გამოვყოფთ

25 თებერვალი, 2016 • 1195
მთავრობა: 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებისთვის 20 მილიონ ლარს გამოვყოფთ

საქართველოს მთავრობის ცნობით, საქართველოს 21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარს გამოყოფს.

პრემიერის განმარტებით, სულ მალე 8000-მდე აბონენტი ბუნებრივი აირს მიიღებს.

„საქმე ეხება ისეთი სოფლებს, როგორებიცაა ცაიში, გელათი, მოწამეთა, ომალო, აბასთუმანი… ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, დაახლოებით 8000-მდე აბონენტს ექნება ბუნებრივი აირი,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 25 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, მინისტრთა კაბინეტი ასევე განიხილავს სამ პროექტს – პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაფინანსდება თხილის გადამამუშავებელი საწარმო, ჩაის საწარმო და რძის გადამამუშავებელი კომბინატი.

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთი სიახლის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, იგეგმება სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც კურორტ ბახმაროს განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დასახავს მიზნად და განახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი