ახალი ამბები

საბჭოთა ოკუპაციის 95 წლისთავი – სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაეშვა

25 თებერვალი, 2016 • 1951
საბჭოთა ოკუპაციის 95 წლისთავი – სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები ეშვება.

1921 წლის 17 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ოკუპაცია დაიწყო. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა.

დღეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა მემორიალს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გვირგვინით შეამკობენ.

პრეზიდენტის რეზიდენციაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. 2016 წლის 25 თებერვალი

პრეზიდენტის რეზიდენციაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. 2016 წლის 25 თებერვალი

პარლამენტის შენობაზე საქართველოს დროშა დაეშვა. 2016 წლის 25 თებერვალი.

პარლამენტის შენობაზე საქართველოს დროშა დაეშვა. 2016 წლის 25 თებერვალი.

თავდაცვის სამინისტროს შენობაზე საქართველოს დროშა დაეშვა. 2016 წლის 25 თებერვალი.

თავდაცვის სამინისტროს შენობაზე საქართველოს დროშა დაეშვა. 2016 წლის 25 თებერვალი.

თბილისის საკრებულოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. 2016 წლის 25 თებერვალი

თბილისის საკრებულოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. 2016 წლის 25 თებერვალი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი