ახალი ამბები

მთავრობის ცნობით, მაღაროელებს საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდებათ

25 თებერვალი, 2016 • 1300
მთავრობის ცნობით, მაღაროელებს საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდებათ

საქართველოს მთავრობის ცნობით, საგადასახადო კოდექსში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მაღაროელებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე წლის 1 იანვრამდე ჰქონდათ საგადასახადო შეღავათები, ეს შეღავათები კვლავ შეუნარჩუნდებათ.

დღეს, 25 თებერვლას, მთავრობის ხდომაზე საქართველოს ფინანასთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ შესაბამისი კანონპროექტი მომზადებულია და პარლამენტში განსახილველად უახლოეს მომავალში შევა

„ჩვენ მოვამზადეთ გარკვეული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე წლის 1 იანვრამდე ჰქონდათ საგადასახადო შეღავათები, უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხება მაღაროელებს, შეღავათები შეუნარჩუნდებათ. ამ შეღავათების მოქმედება გაგრძელდება. ჩვენ ამის თაობაზე გვაქვს კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან და აღნიშნული კანონპროექტი უახლოეს მომავალში შევა”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე.

აღნიშნული განცხადებით ნოდარ ხადურმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს უპასუხა. კვირიკაშვილი დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობაა ტყიბულში მაღაროელების გაფიცვის გამო.

ტყიბულში უკვე 12 დღეა, რაც მაღაროელების გაფიცვა მიმდინარეობს. ისინი მოითხოვენ, რომ გაეზარდოთ შრომის ანაზღაურება და გაუუმჯობესდეთ სამუშაო პირობები.

ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა “ქართული ოცნების” წევრმა, ელისო ჩაფიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართა, სადაც წერს, რომ ტყიბულის მცხოვრებლების მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა კანონმა, რომლის მიღების შემდეგ მუნიციპალიტეტის 14 სოფლის მცხოვრებლებს შეღავათები მოეხსნათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი