ახალი ამბები

თბილისის მეტროში საბურთალოს ხაზი დაკეტილია {video}

15 აპრილი, 2011 • • 1655
თბილისის მეტროში საბურთალოს ხაზი დაკეტილია {video}

ამ დროისთვის მეტროსადგურ “ვაგზლის მოედნიდან” საბურთალოს ხაზზე გადასასვლელი გვირაბი  პოლიციის ლენტით არის გადაკეტილი. სამართალდამცავები, რომლებიც იქვე დგანან, გადაკეტვის მიზეზად “ტექნიკურ შეფერხებას” ასახელებენ.

თუმცა მათ არ იციან, აქვს თუ არა ამ “შეფერხებას” რაიმე კავშირი დღეს, 17:00 საათზე, მეტროსადგურ “ვაგზლის მოედნის” ამოსასვლელთან ნაპოვნ უცნობ ნივთთან, რომლის შესამოწმებლადაც პოლიციამ მეტროსადგურ “ვაგზლის მოედნიდან” მგზავრები და იქ განთავსებული სხვადასხვა ობიექტის თანამშრომლები სასწრაფოდ გაიყვანა. “ვაგზლის მოედანი” დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი, ადგილზე მისული იყვნენ გამნაღმველები, თუმცა მეტროში აღმოჩენილი ნივთი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა და მოძრაობაც მალევე აღდგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი