ახალი ამბები

თედო კობახიძე პარლამენტს ცილისწამების კრიმინალიზების ინიციატივით მიმართავს

24 თებერვალი, 2016 • 3154
თედო კობახიძე პარლამენტს ცილისწამების კრიმინალიზების ინიციატივით მიმართავს

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ  ტელეკომპანია “იბერიასთან” საუბრისას განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში პარლამენტს ცილისწამების კრიმინალიზების ინიციატივით მიმართავს.

პარლამენტის ვიც-სპიკერის, მანანა კობახიძის ძმის  განმარტებით, კანონპროექტის მომზადების მიზეზი ბოლო თვეებში შეწყალების კომისიის საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია. კობახიძეს სწორედ ამიტომ სურს კანონში ცვლილებები შევიდეს და ცილისწამება სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდეს:

“მე საკანონმდებლლო ინიციატივაზე დავიწყე მუშაობა, ეს იქნება ცილისწამება, რაც ადრე ისჯებოდა სისხლის სამართლის კუთხით. მე ამ დღეებში მივმართავ საქართველოს პარლამენტს, რომ მსგავსი დათქმა კვლავ ამოქმედდეს სისხლის სამართლის კოდექსში და მსგავსი მარაზმი, რაც დღეს საქართველოში ხდება, თავზე ლაფის დასხმა  ადამიანებისთვის, მართლა პიროვნებებისთვის და იმ სახელის და გვარის მატარებელი ადამიანებისთვის, ვინც თავს ადამიანებად, კაცებად, ქალბატონებად, ქართველებად თვლიან, კობა კობახიძისნაირი მაძუნგარები  არ უნდა სვრიდნენ, ასე არ შეიძლება. აქედან გამომდინარე,  მე ამ დღეებში საქართქველოს პარლამენტს მივმართავ საკანონმდებლო წინადადებით, მექნება წარდგენილი კანონპროექტი, რომლითაც მოვითხოვ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი გახდეს ცილისწამება.”

თედო კობახიძე აცხადებს,  რომ ადამიანის პატივი და ღირსება არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით ილახებოდეს:

“პატივის და ღირსების შელახვა არის სამოქალაქო დავა, რომელიც, ვფიქრობ, არასწორიც კია იმიტომ, რომ ეს ვერანაირად ვერ ისყიდის იმ პატივის და ღირსების შელახვას, ვერც ის ასეულობით თუ ათასეულობით დარიცხული ლარი, რა მაქსიმალურ ოდენობასაც სასამართლო განსაზღვრავს.”

კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების ყოფილი ადვოკატი კობა კობახიძე დღეს ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც დეპუტატ მანანა კობახიძის ძმასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა, მისი სიძისგან, ლევან ონიანისგან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.

კობა კობახიძე ამბობს, რომ შეტყობინებები შეურაცხმყოფელი და მუქარის ხასიათის იყო, რის გამოც პოლიციაში მივიდა და მუქარის შესახებ განაცხადა.

მანამდე ადვოკატმა გაზეთ “ქართული გაზეთის” ოფისში პრესკონფერენცია გამართა და კოკაინის საქმეზე ბრალდებულების და შეწყალების კომისიის სკანდალთან დაკავშირებით ისაუბრა. ასევე, საადვოკატო მომსახურებაზე მისი და მსჯავრდებულ ანასატასია ზაუტაშვილის დედის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება გაასაჯაროვა.

როგორც კობა კობახიძე ამბობს, პირადად დიდი ხანია იცნობს როგორც დეპუტატ მანანა კობახიძეს, ასევე მის ძმას, თედო კობახიძეს და სიძესაც.

“დიდი ხანია ვიცნობ მანანა კობახიძეს.  მას სხვადასხვა დროს არაერთ საქმესთან დაკავშირებით უთქვამს, რომ ჩავრთულიყავი”, – უთხრა კობა კობალაძემ ნეტგაზეთს.

თუმცა 2014 წელს ანასტასია ზაუტაშვილის საქმეზე ამბობს, რომ არა მანანა, არამედ მისი ძმის, თედო კობახიძის თხოვნით ჩაერთო.

“მითხრეს, რომ მანანა კობახიძე, როგორც საჯარო მოხელე,  ვეღარ იქნებოდა ჩართული”

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი