ახალი ამბები

შსს–მ არასრულწლოვნის გატაცების ბრალდებით კიდევ ერთ პირი დააკავა

24 თებერვალი, 2016 • 953
შსს–მ არასრულწლოვნის გატაცების ბრალდებით კიდევ ერთ პირი დააკავა

შსს–ს განცხადებით, 33 წლის  ზამირ ვ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ზამირ ვ. ელჩინ ი-ს თანამზრახველია,  რომელმაც მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, ფონიჭალაში მცხოვრებ, 17 წლის სამირა ბ-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. 

“ელჩინ ი-ს  სხვა თანამზრახველების დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს,”– აცხადებს შსს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

არასრულწლოვანი სამირა ბ. ოთხი დღე იყო გატაცებული, მისი ოჯახის წევრები კი ფონიჭალის პოლიციის განყოფილების შენობასთან საქმის გამოძიების მოთხოვნით აქციებს მართავდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი