ახალი ამბები

საარჩევნო საკითხებისა და მოქალაქეთა პრიორიტეტების კვლევის შედეგები

12 აპრილი, 2011 • 1111
საარჩევნო საკითხებისა და მოქალაქეთა პრიორიტეტების კვლევის შედეგები

გამოკითხულთა მესამედი სიღატაკის ზღვარზეა, თითქმის ნახევარმა არ იცის, თუ ვის მისცა ხმა 2010 წლის არჩევნებში, 69% კი ფიქრობს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობს – ეს არის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელსაც აღნიშნულ თემებთან ერთად, საქართველოში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს იკვლევდა.

კვლევა 2011 წლის თებერვალში საქართველოს ხუთ რეგიონში (კახეთი, აჭარა, სამცხე–ჯავახეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო–ზემო სვანეთი) პირისპირ ინტერვიუს პრინიციპით ჩატარდა. გამოკითხული იქნა 1101 ადამიანი.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა საშუალო და საშუალო სპეციალური განათლებისაა. 6.4 %–ს განათლება თითქმის არ აქვს მიღებული, გამოკითხულთა თითქმის მესამედი კი სიღატაკის ზღვარზეა.

200 ლარზე ნაკლები შემოსავალი, კვლევის მიხედვით, 35,1%–ს აქვს,  ხუთას ლარამდე – 24,8%–ს, 800 ლარამდე – 10.2%–ს, 1200 ლარამდე – 6.4%–ს, ხოლოდ 1200 ლარს ზემოთ – 3.5%–ს.

რესპონდენტების 69% ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი მმართველობის ფორმა დემოკრატიულია. პასუხები ასე გადანაწილდა:

აბსოლუტურად ეთანხმება დემოკრატიულ ფორმებს

16,4%

მეტნაკლებად ინარჩუნებს დემოკრატიულ ფორმებს

52,6

თითქმის არ გააჩნია დემოკრატიის ნიშნები

7,9

აბსოლუტურად არადემოკრატიულია

5,2

მიჭირს პასუხი

14,9

კითხვაზე, გაუმჯობესდა თუ არა საარჩევნო გარემო 2008 წლის შემდეგ, უმეტესობას დადებითი პასუხი აქვს: თითქმის 70% ამბობს, რომ ოდნავ ან მნიშნელოვნად გაუმჯობესდა საარჩევნო გარემო საქართველოში.

ამის პარალელურად, გამოკითხულების ნაწილი უარს ამბობს არჩევნების შედეგების სანდოობის შეფასებაზე, ნაწილი კი უნდობლობას უცხადებს არჩევნებს.

36–45 ასაკობრივი ჯგუფის გამოკითხულებიდან, 35.7% უარს ამბობს პასუხზე, შეაფასოს არჩევნების შედეგების სანდოობა.  მაღალი პროცენტით უნდობლობა 26–35 წლის ასაკობრივ ჯგუფებში გამოვლინდა ( 23%). უნდობლობის ყველაზე მაღალ მაჩვენებლს აზერბაიჯანელი და სომეხი გამოკითხულები ამჟღავნებენ.

ამავე დროს, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გამოკითხულების 20.6% ამბობს, რომ არ ენდობა შედეგებს, ხოლო 43,6% არჩევნების შედეგებს ნდობით ეკიდება.

„მნიშვნელოვანია იმ რესპონდენტების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც შუალედურ პოზიციას იკავებენ (30,2%), რადგან ნდობის საკითხთან  დაკავშირებით ეს უარყოფითი მუხტის მატარებელიცაა, რაც მიანიშნებს, რომ გამოკითხულთა ეს ნაწილი ბოლომდე არ იზიარებს არჩევნების შედეგების სანდოობას“, – ნათქვამია კვლევაში.

პასუხები 5 –ბალიანი შკალით არის შეფასებული. 5 ბალი მაქსიმალურია და ის სრულ ნდობას ნიშნავს. 1 ბალი ნიშნავს, რომ გამოკითხული არ ენდობა არჩევნებს:

5

16,8

4

26,8

3

30,2

2

12,7

1

7,9

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ  გარკვეულ შეუსაბამობას აქვს ადგილი. მაგალითად, მაშინ როდესაც გამოკითხულების 70% ჯამში ამბობს, რომ მართვის ფორმა საქართველოში დემოკრატიულია, გამოკითხულთა დიდი პროცენტი არ ენდობა საარჩევნო პროცესებს და არჩევნების შედეგებს.

კვლევის ავტორები სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ  ამ ტიპის წინააღმდეგობები სხვადასხვა პროცესების განვითარების პროდუქტად უნდა მივიჩნიოთ:

დადებითი ფაქტორია – საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება (გზები, დენი, გაზი, წყალმომარაგება), ხოლო უარყოფითი – იმედგაცრუება, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციური პარტიების მიმართ.

საერთო ჯამში, კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ საფუძველი შეიქმნა ნიჰილიზმისა და ორმაგი განწყობის განვითარებისთვის.

„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული საზოგადოების“ კვლევის ერთ–ერთი საგანი იყო საპროტესტო აქციები. გამოიკვეთა, რომ  რესპონდენტთა 8.1% აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების გამართვის მიზეზს ვერ ხედავს.

უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ მიიღებს აქციებში მონაწილეობას, აქციების შინაარსი, ძირითადად, სოციალურია და არა – პოლიტიკური.

კითხვაზე, რა მიზეზების გამო მიიღებთ აქციებში მონაწილეობას, ყველაზე დიდი პროცენტი აქვს უმუშევრობას – 16.9 %, შემდეგ მოდის მაღალ ფასები და დაბალი ხელფასები  (14,7%), შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევა –0 9,5%–ით. 7,4% ამბობს, რომ არ მიიღებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, რადგან “ყველაფერი მაინც ძველებურად დარჩება და აზრი არ აქვს“.

რესპონდენტების უმეტესობა აღნიშნავს, რომ პირადად მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობის მიღება:

 

ძალიან მნიშვნელოვანი

58,6%

არც ისე მნიშვნელოვანი

20,6%

სრულიად არ აქვს მნიშნელობა

15,2%

არ ვიცი/უარი პასუხზე

5,5%

ეროვნებათა ჭრილში გამოიკვეთა, რომ პასუხი „არც ისე მნიშვნელოვანი“ ყველაზე მაღალი იყო ეთნიკურად სომეხ გამოკითხულთა შორის, ხოლო „სრულიად არ აქვს მნიშნელობა“ ეთნიკურად აზერბაიჯანელ გამოკითხულთა შორის.

არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა/უმნიშვნელობაზე საუბრისას კვლევის ავტორები ამბობენ, რომ გამოიხატა ნიჰილისტური დამოკიდებულებები:

არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია, რათა გამოხატო პირადი აზრი

32,3%

არჩევნებში აუცილებელია მონაწილეობას, ეს მოქალაქეობრივი ვალია

23,4%

ჩემი ერთი ხმა არაფერს ნიშნავს,უჩემოდაც ჩატარდება

16,8%

არჩევნებში აუცილებელია მონაწილეობა მხოლოდ ასე შეიძლება მივაღწიოთ ცვლილებებს

9,4%

არჩევნები მხოლოდ ფორმალობაა, არ ვენდობი საარჩევნო ადმინისტრაციას

10,7%

არ ვიცი/უარი პასუხზე

1,7%

ყველა ასაკობრივ ჭრილში, კვლევის მიხედვით, გასულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების აქტივობა 65%–ს აღწევდა.

ხოლო მათ, რომლებმაც არ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, უმეტესწილად მიზეზად დაასახელეს: „არ მქონდა იმედი, რომ ახალი მთავრობა მომავალს უკეთესობისკენ შეცვლიდა“. 15,5 პროცენტით მეორე ადგილზეა პასუხი, რომ ის არ იყო საქართველოში, მესამე ადგილზე პასუხი – “ ჩემი ხმა არ შეცვლის არაფერს, ამომრჩეველი ისედაც საკმარისია“.

გამოკითხულთა უმეტესობამ, კვლევის მიხედვით, იცის, რომ არჩევნებში მთავარ როლს მოქალაქეები თამაშობენ, მაგრამ კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ შერეული პასუხების სიმრავლე მიუთითებს, რომ გამოკითხულების ცოდნა ბევრად მეტ ინფორმირებულობას მოითხოვს.

კვლევის ერთ–ერთი კითხვა იყო, თუ რამდენად კარგად ერკვევიან გამოკითხულები საარჩევნო კანონმდებლობაში.

საშუალოზე მაღალი დადებითი მაჩვენებლით გამოიხატა 62,5%. ყველა ასაკობრივ ჭრილში, საშუალოდ გამოკითხულთა მხოლოდ მესამედი ამბობს, რომ ვერ ერკვევა კანონმდებლობაში.

კვლევამ, ასევე, ასახა პასუხები კითხვაზე, თუ რა კრიტერიუმებით აძლევენ ხმას კანდიდატებს ამომრჩევლები:

 

ხმის მიცემის დროს ჩემთვის მნიშვნელოვანია თუ ვინ არის პოლიტიკური ლიდერი

36% სრულად ეთანხმება

27,6% გარკვეულწილად ეთანხმება

20,5% სრულიად არ ვეთანხმები

15,9% არ ვიცი უარი პასუხზე

ხმის მიცემის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების პოზიცია კონკრეტულ საკითხებზე

37,9% სრულად ეთანხმება

32,2% გარკვეულწილად ეთანხმება

11,7% სრულიად არ ვეთანხმები

18,2% არ ვიცი უარი პასუხზე

ხმას ვაძლევ პოლიტიკურ პროგრამას, ლიდერს არ აქვს მნიშნელობა

27,2% სრულად ეთანხმება

34,3% გარკვეულწილად ეთანხმება

22,7% სრულიად არ ვეთანხმები

15,7% არ ვიცი უარი პასუხზე

ხმას ვაძლევ უპირველეს ყოვლისა ცნობილ პოლიტიკურ პიროვნებებს, პოლიტიკური პარტიებიდან

25,2% სრულად ეთანხმება

24,8% გარკვეულწილად ეთანხმება

34,1% სრულიად არ ვეთანხმები

16% არ ვიცი უარი პასუხზე

 

კითხვაზე, ვინ აირჩიეს 2010 წლის არჩევნებში, სწორი პასუხი 62,3%–მა გასცა, 38%–მა არ იცოდა, ან შეცდომით იცოდა 2010 წლის არჩევნების შესახებ.

გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მოქალაქეების ინფორმირებულობაზე ხელისუფლება და პრეზიდენტია პასუხისმგებელი. არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას 8–8 % აქვთ.

კითხვაზე, თუ რა სახის ინფორმაციის მიღებას ისურვებდნენ მომავალი არჩევნების შესახებ, ყველაზე მაღალი სიხშირით თითოეული პარტიისა და კანდიდატის საქმიანობის შესახებ დეტალური და ობიექტური ინფორმაციის მიღება ლიდერობს, 46%–ანი მაჩვენებლით.

გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა ვერ გასცა პასუხი კითხვაზე, თუ რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები აკვირდებიან არჩევნებს.

რაც შეეხება მომავალი არჩევნების მოლოდინს, გამოკითხულების უმეტესობა ვერ განსაზღვრავს, რამდენად სამართლიანი იქნება არჩევნები მომავალში.

მოლოდინი მომავალი არჩევნების მიმართ:

 

ქართველი

სამართლიანი 51,6

უსამართლო 10,8

არ ვიცი 37,5

სომეხი

სამართლიანი 46,3

უსამართლო 13,0

არ ვიცი 40,7

აზერბაიჯანელი

სამართლიანი 25

უსამართლო 15

არ ვიცი 60

სხვა

სამართლიანი 28,6

უსამართლო 17,9

არ ვიცი 53,6

მასალების გადაბეჭდვის წესი