ახალი ამბები

ფონიჭალაში დედა-შვილი მოკლეს

22 თებერვალი, 2016 • 1306
ფონიჭალაში დედა-შვილი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფონიჭალაში დედა და შვილი მოკლეს. სხვა დეტალების შესახებ შსს ინფორმაციას არ ავრცელებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. აღნიშნულის დარღვევისთვის მინიმალური სასჯელი 11 წელია, ხოლო მაქსიმალური -თავისუფლების სამუდამოდ აღკვეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი