ახალი ამბებიტექნოლოგიები

სამსუნგი და ფეისბუკი ვირტუალური რეალობის გასაუმჯობესებლად ითანამშრომლებენ

22 თებერვალი, 2016 • 1801
სამსუნგი და ფეისბუკი ვირტუალური რეალობის გასაუმჯობესებლად ითანამშრომლებენ

Samsung-ის ახალი სმარტფონები Galaxy S7 და Galaxy S7 edge 11 მარტიდან გაყიდვაში ჩაეშვება. ახალი მოდელების პრეზენტაციაზე ბარსელონაში კომპანიამ სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგიც მიიწვია. პრეზენტაციებზე კომპანიებმა საერთო პროექტის შესახებ განაცხადეს. სამსუნგის მიერ წარმოებული Gear VR ფეისბუკის შვილობილი კომპანიის Oculus-ის სისტემას იყენებს.

ცუკერბერგის განცხადებით, ყველა, ვინც წინასწარ შეუკვეთავს სმარტფონ Galaxy S7-სა და Galaxy S7 edge-ს, მიიღებს უფასო Gear VR კამერის კომპლექტს. იმ შემთხვევაში კი, თუ მხოლოდ კამერის შეძენა გსურთ, მისი ფასი $99 იქნება.

I just joined Samsung to launch their new Galaxy smartphones and talk about the future of virtual reality.I told the…

Posted by Mark Zuckerberg on Sunday, 21 February 2016

 

Gear VR კამერა, ეს არის ბურთულა, რომელზეც კამერის 2 ლინზაა მოთავსებული, რაც შესაძლებლობას იძლევა გადაიღოთ 180 ან 360 გრადუსით ფოტოები ან ვიდეო. შემდეგ ამ მულტიმედიურ ფაილებს Samsung’s Gear S7 და S7 Edge სმარტფონებში სპეციალური აპლიკაციით უყუროთ. ეს ყველაფერი ვირტუალური რეალობის ილუზიას ქმნის. ამ დრომდე პროცესი ზედმეტად კომპლექსური იყო, თუმცა კომპანიის ახალი მოწყობილობა მას ამარტივებს.

მარკ ცუკერბერგმა სამსუნგისა და ფესიბუკის საერთო პროექტის შესახებ განაცხადა. ფოტო: EPA/Alberto EstÈvez

მარკ ცუკერბერგმა სამსუნგისა და ფესიბუკის საერთო პროექტის შესახებ განაცხადა. ფოტო: EPA/Alberto EstÈvez

სამხრეთკორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Galaxy-ის სერიის ახალი მოდელი რამდენიმე განხრით გააუმჯობესა:

სმარტფონის კამერა ახლა უკვე 12-მეგაპიქსელიანი კამერით 95%-ით უფრო ნათელ ფოტოებს იღებს, ვიდრე მისი წინამორბედი და აქვს უფრო სწრაფი ავტოფოკუსი.

გაუმჯობესდა ბატარეისა და ეკრანის ზომებიც. გაიზარდა შიდა მეხსიერებაც. დაიხვეწა გრაფიკული მონაცემები, რაც ძირითადად ვიდეოთამაშების ხარისხზე აისახება.

ამჯერად მოდელი წყალგამძლეა და არ იკარებს მტვრის ნაწილაკებს.

Samsung Galaxy S7

Samsung Galaxy S7, Samsung Galaxy S7 edge და Gear VR

მასალების გადაბეჭდვის წესი