ახალი ამბები

ანონსი: 22 თებერვალი

21 თებერვალი, 2016 • 1040
ანონსი: 22 თებერვალი

09:30 საათზე, სასტუმრო ჰუალინგში, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე „ექსტენციის ეროვნულ ფორუმს“ გახსნის. ფორუმს USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე თომას მორისი, ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთი ნატრიაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები დაესწრებიან. საკონტაქტო პირი – ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19

11:00 საათზე, „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ადვოკატი ლექსო კობაიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მოსამართლე დაკითხვის ახალი წესი, რომელიც უკვე ძალაშია; მოსამართლეების არასაკმარისი ოდენობა და წლობით გაჭიანურებული საქმეები; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ არსებული დაპირისპირება. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ბრიფინგს გამართავს. თემა: საგარეო ვაჭრობის მონაცემთა შეფასება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „რესპუბლიკელი“ თამარ კორძაია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს და არსებულ ყველა კითხვას უპასუხებს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში მოძრაობა სოლიდარობის ხელმძღვანელი ლაშა შუკაკიძე და ადვოკატი ბესარიონ ბოჭორიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა:1. საკანონმდებლო ცვლილებით შევიდეს სისხლისამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილება, რომლის საფუზველზე პოლიტპატიმარს საშუალება ექნება სასამართლო გზით, კანონის შესაბამისად აღიარებული იქნას პოლიტპატიმრად.

12:00 საათზე, პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გაიმართება ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტის სერგეი სტანიშევისა და “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის ერთობლივი პრესკონფერენცია.

15:00 საათზე, სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია” გაიმართება ევროპის სოციალისტთა ლიდერის შეხვედრა ახალგაზრდებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი