ახალი ამბები

დიდ ბრიტანეთში ევროკავშირში დარჩენასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 23 ივნისს ჩატარდება

20 თებერვალი, 2016 • 1203
დიდ ბრიტანეთში ევროკავშირში დარჩენასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 23 ივნისს ჩატარდება

დარჩება თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში – ეს საკითხი 23 ივნისს ჩანიშნულ რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს. პრემიერ–მინისტრმა დევიდ კამერონმა რეფერენდუმის ჩატარების თარიღი დღეს, 20 თებერვალს დაასახელა.

კამერონის განცხადებით, იგი მხარს დაუჭერს ბრიტანეთის ყოფნას რეფორმირებულ ევროკავშირში. მან რეფერენდუმთან დაკავშრებით განაცხადა, რომ ეს იქნება ერთ–ერთი ყველაზე დიდი გადაწყვეტილება მათ ცხოვრებაში.

მათ, ვისაც სურს, რომ ევროპა დატოვონ, ვერ გეტყვიან, მოახერხევს თუ არა ბრიტანული ბიზნესი თავისუფალ ვაჭრობას ევროპულ ბაზარზე, დაემუქრება თუ არა საფრთხე დასაქმებულთა სამუშაო ადგილებს, ან რამდენად გაიზრდება ფასები. ყველაფერი, რასაც ისინი გვთავაზობენ, არის გარისკვა გაურკვევლობის ჟამს – ნახტომი სიბნელეში,”– განაცხადა კამერონმა.

როგორც BBC წერს, ამ საკითხთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტში ერთსულოვნება არ არის და მინისტრები ევროკავშირში დარჩენის მომხრე და მოწინააღმდეგე ბანაკებად დაიყვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი