ახალი ამბები

იტალიელი მწერალი უმბერტო ეკო 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

20 თებერვალი, 2016 • 3222
იტალიელი მწერალი უმბერტო ეკო 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

“ვარდის სახელის” ავტორი, იტალიელი მწერალი და ფილოსოფოსი უმბერტო ეკო 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ეკოს ოჯახის წევრები ამბობენ, მწერალი პარასკევს გვიან ღამით საკუთარ სახლში გარდაიცვალა. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი.

“ვარდის სახელი” უმბერტო ეკოს პირველი და ყველაზე ცნობილი რომანია, რომელიც 1980 წელს გამოიცა. წიგნის ეკრანიზაცია 1989 წელს მოხდა. ფილმში მთავარი როლი შოტლანდიელმა მსახიობმა, შონ კონერმა შეასრულა.

წიგნები ყოველთვის საუბროვენ სხვა წიგნებზე და ყველა ამბავი მოგვითხრობს ისტორიას, რომლის შესახებაც უკვე ითქვა.”

ეკოს მკითხველი ასევე კარგად იცნობს რომანებიდან “ფუკოს ქანქარა” და “პრაღის სასაფლაო”. იტალიელი მწერალი და ფილოსოფოსი აქტიურად აგრძელებდა ახალი პუბლიკაციების გამოქვეყნებას. გასული წლის იანვარში ეკოს კიდევ ერთი რომანი “ნომერი ნული” გამოქვეყნდა.

უმბერტო ეკო ასევე წერდა საბავშვო წიგნებს და ლიტერატურულ კრიტიკას.

მე ვარ ფილოსოფოსი. რომანებს მხოლოდ შაბათ-კვირას ვწერ.”

1980 წელს უმბერტო ეკომ დაარსა კომუნიკაციების დეპარტამენტი სან მარინოს უნივერსიტეტში. მოგვიანებით, ის გახლდათ პროფესორი და თავმდჯომარე ბოლონიის უმაღლესი ჰუმანიტარული სკოლის.

ეკო 1932 წელს ჩრდილოეთ იტალიაში, ალესანდრიაში დაიბადა.

უმბერტო ეკო ფრანკფურტის ცნობილ წიგნების ფესტივალზე. ფრანკფურტი, გერმანია. 11.10.2007. ფოტო: EPA

უმბერტო ეკო ფრანკფურტის ცნობილ წიგნების ფესტივალზე. ფრანკფურტი, გერმანია. 11.10.2007. ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი