ახალი ამბები

სანდრო ბრეგაძე სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა

19 თებერვალი, 2016 • 3700
სანდრო ბრეგაძე სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ დააკმაყოფილა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის პირადი განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ დააკმაყოფილა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილი…

Posted by The Office of the State Minister of Georgia for Diaspora Issues on Friday, February 19, 2016

“მე გადავდექი! უფრო სწორედ ყველაფერი გააკეთეს, რომ გადავდგარიყავი, რადგან კატეგორიულად მომთხოვეს ჩემს პრინციპებზე უარის თქმა. დიახ, ერთსქესიანთა ქორწინება არასოდეს დაკანონდება, ვერც ეკლესიას და პატრიარქს შეაგინებს ვინმე და ჩვენც ეროვნული სახელმწიფო გვექნება”, – წერს ბრეგაძე ფეისბუკზე.

ბრეგაძე პარლამენტისაგან საკონსტიტუციო შესწორების მიღებას ითხოვს, რომლითაც “ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირად განისაზღვრება”. იგი მთავარ მოწინააღმდეგეებად რესპუბლიკური პარტიის წევრებსა და ენმ-ს ასახელებს. მან ღიად დაუჭირა მხარი გოგი თოფაძეს, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას დაუპირისპირდა.

დღეს ბრეგაძის ფეისბუკზე გაჩნდა საჯარო პოსტი, სადაც იგი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც აკრიტიკებდა და ფარისეველს უწოდებდა თინა ხიდაშელისათვის გამოცხადებული მხარდაჭერის გამო, თუმცა მოგვიანებით ბრეგაძემ განაცხადა, რომ მისი ფეისბუკი გატეხეს და კვირიკაშვილთან დაკავშირებით დაწერილი ტექსტი მას არ ეკუთვნის.

Screen Shot 2016-02-19 at 3.29.59 PM

სანდრო ბრეგაძის საკითხზე რეაგირებას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ჯერ კიდევ 2014 წელს ითხოვდნენ ირაკლი ვაჭარაძეზე მის მიერ მიცემული საგაზეთო ინტერვიუს გამო.
“ავადმყოფური აზროვნების ადამიანები”, “ერთუჯრედიანი არსება”, “არარაობა”, “ვიგინდარები” “ძლოკვები და ერთუჯრედიანი ჭიები” – ეს ტერმინები მინისტრის მოადგილემ ირაკლი ვაჭარაძის მიმართ გამოიყენა “კვირის პალიტრასთვის” მიცემულ ინტერვიუში, რასაც არასამთავრობო სექტორის რეაგირება მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი