ახალი ამბები

მთავრობა უცხოეთში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეებს ჩამოასვენებს

19 თებერვალი, 2016 • 1139
მთავრობა უცხოეთში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეებს ჩამოასვენებს

პრემიერ–მინისტრის, გიორგი კვირიკაშილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლება იღებს თავის თავზე ვალდებულებას, მომართვის შემთხვევაში გადმოასვენოს უცხოეთში მყოფი ქართველი მიცვალებულები.

“ეს შეიძლება ძალიან მძიმე მოსასმენია, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც ჩვენი თანამემამულეები მაცივრებში დასვენებული არიან თვეების განნმავლობაში. ამ ჟესტით ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრ ჭირისუფალს გაუგზავნა გზავნილი, რომ ჩვენმ მზად ვართ, რომ თავის  წიაღს, თავის ქვეყანას და თავის ხალხს დაუბრუნდეს,”– განაცხადა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ.

გელა დუმბაძის განცხადებით, ყველა ქვეყანაში, სადაც ქართველთა დიასპორა ცხოვრობს, ეს საკითხი დღის წესრიგში დგას.

პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, რომ მის საკითხს საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავრობის სხდომაზე გატანის გარეშე გადაწყვეტს, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების ხარჯებს მთავრობა გაიღებს.

„დავავალოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ მათ მიხედონ ამ პროცედურას და მთავრობის სხდომაზე საკითხის გატანის გარეშე, ყველა, ვინც მოგვმართავს ჩვენი თანამემამულის გადმოსვენებაში დაფინანსებისა და დახმარების თხოვნით, უზრუნველყოთ, რათა ისინი დროზე იქნან საქართველოში გადმოსვენებულნი,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი