ახალი ამბები

სოფლებს, რომელთაც 25 წელია დენი არ მიეწოდებათ, მთავრობა დახმარებას შეპირდა

19 თებერვალი, 2016 • 1556
სოფლებს, რომელთაც 25 წელია დენი არ მიეწოდებათ, მთავრობა დახმარებას შეპირდა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის გადაწყვეტილებით ენერგეტიკის სამინისტროს გამოეყო სახსრები იმისათვის, რათა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ელექტრიფიცირება განხორციელდეს.
ეს სოფლებია: ბავარი, ცხუმალდი, მანანური და ხაჩეში.

“ამ სოფლებს, დაახლოებით, 25 წელია, ელექტროენერგია არ მოეწოდებათ და წელს ენერგეტიკის სამინისტრო განახორციელებს ამ სამუშაოებს და ზაფხულიდან უკვე მოსახლეობა მიიღებს ელექტროენერგიას. ეს სოფლები უკვე გახდება საქართველო ერთიანი ენერგეტიკული ქსელის ნაწილი,”- განაცხადა ჟურნალისტებთან ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პარმენ მარგველაძემ კი განაცხადა, რომ მოსახლეობა ელოდება ამ პროექტს, რომ ამ სოფლებს დაუბრუნდნენ. მისივე თქმით, ამ პერიოდისთვის დაახლოებით 70 ოჯახია ელექტეოფიცირებული და კიდევ არის სურვილი, რომ ამ სოფლებში მოსახლეობა გაორმაგდეს იმ შემთხვევაში, თუკი მათ ელესტროენერგია მიეწოდებათ.

მთავრობის კანცელარიაში მთავრიბის სხდომა დილის 9 სააღიდან მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი