ახალი ამბები

საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა

19 თებერვალი, 2016 • 1134
საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა

სამმხრივი შეხვედრა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საჩარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრუს შემდ მინისტრებმა ხელი მოაწერეთ “თბილისის განცხადებას”, სადაც შეაჯამეს ყველა ის საკითხი რაც შეხვედრაზე განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს შეხვედრაში მონაწილეობისთვის და მწუხარება გამოთქვა თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო.

ჯანელიძემ განაცხადა, რომ ხელშეკრულებაში აისახა ყველა ძირითად სფეროში თანამშრომლობის საკითხი.

“მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ახალი შესაძლებლობების განვითარების კუთხით. მისასალმებელია, რომ უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით გაფართოვდა სამმხრივი თანამშრომლობა და მოიცვა არაერთი მიმართულება აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე”, – განაცხადა ჯანელიძემ’
ჯანელიძის თქმით, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობაზე და სამხრეთის ენერგეტიკული დეეფნის რეალიზაცუაზე.

ჯანელიზის თქმით, შეხვედრაზე აღნიშნეს,რომ სამივე ქვეყანას დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.

შეხვედრაზე დაგეგმეს, რომ ბათუმში გაიმართება საქმიანი ბიზნესფორუმი.
“შეხვედრამ ცხადჰყო, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობების გამორჩეულად მზარდი ხასიათი,” – განაცხადა ჯანელიძემ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა განაცხადა, რომ ხელმოწერილ შეთანხმებაში ასახულია ის მიღწევები, რაც ბოლო დროს განხორციელდა სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობით.

მამედიაროვის თქმით, წლის ბოლოს ბაქოში ჩატარდება შეხვედრა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ყურადღება გაამახვილა ტერორიზმის საფრთხეზე.
ჩავუშოღლუს განცხადებით, ყველა ტერორისტული ორგანიზაცია არის ერთნაირად საშიში და მათ ისევე უნდა ებრძოლონ, როგირც ISIS-ებრძვიან.

ჩავუშოღლუს თქმით, საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურეთს შორის თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ, არამხოლოდ ამ სამი ქვეყნის ინტერესს, არამედ, ემსახურება რეგიონისა და სამხრეთ კავკასიის სტაბილურობას.

ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ უნდა დაჩქარდეს ყარსი-თბილისი-ბაქოს რკინიგზის მშენებლობის დასრულება, რაც შესაძლებელს გახდის ლონდონისა და პეკინის სარკინგზო ხაზით დაკავშირებას. მინისტრმა ისაუბრა საატომობილო ტრანსპორტის განვიარებაზე.

“სამი ქვეყნის ინტერესი ემთხვევა ძალიან ბევრ სფეროში.მხოლდ სამმხრივი შეხვედრები, მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროებს შროის არ არის საკმარისი. სხვა სამინისტროებსა და უწყებებს შორის თანამშრომლობა გრძელდება”,- განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი