ახალი ამბები

ანონსი – 19 თებერვალი

19 თებერვალი, 2016 • 1147
ანონსი – 19 თებერვალი

წარმოგიდგენთ 19 თებერვალს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

09:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან. თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (ბიუროს ოთახი)

09.00 მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება. მის: ინგოროყვას 7

11:00 „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.  მათ შორის, ისაუბრებს სამინისტროების გაუქმებაზე, ეროვნული ბანკის თემასა  და ახალ საგანზე „მე და საზოგადოება“.  მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.  საკონტაქტო პირი: ეკაგულუა 599726565.

11:00 პარლამენტის ბიუროს სხდომა. ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი.

11:00  საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გამგეობისა და სტუ-ს ერთობლივ კონკურსში მონაწილე და გამარჯვებულ სტუდენტებს დააჯილდოვებს. მისამართი: მიცკევიჩის N29ა. საკონტაქტო პირი: ნინო  გულბათაშვილი 595 16 91 63

11:45 სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ (თავისუფლების მოედანი 4)  გაიმართება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის სხდომა.

12:00 პარლამენტის პლენარული სხდომა. ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი. პლენარული სხდომის შესვენებაზე – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა. ქუთაისი, დარბაზი N306

12:00 იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გია სოსანაშვილის ადვოკატი ელდარ ჯოგლიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.  თემა: ახალი გარემოებები ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე.  მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.  საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

12:00 რეპორტიორის პრესკლუბში საინიციატივო ჯგუფის წევრები ეროვნული სამოსის დღის ოფიციალურ დღესასწაულად დაწესების თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ. საკონტაქტო პირი – მარი ონეზაშვილი. ტელ: 599 18 07 44

12:00 “პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ნაციონალური მოძრაობის საპრივატიზაციო პოლიტიკა კორუფციული გარიგებების ნიშნებს შეიცავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

14:30 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა დღის წესრიგი :  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი -თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დაფუძნების შესახებ. მის: თავისუფლების 2.

15:00 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. ქუთაისი, დარბაზი N307.

15:30 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. მის: თავისუფლების 2.

16:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. მის: თავისუფლების 2.

მასალების გადაბეჭდვის წესი