ახალი ამბები

გოგი თოფაძე: “პატრიოტთა ალიანსს” ეროვნული პოზიცია უჭირავს

18 თებერვალი, 2016 • 1563
გოგი თოფაძე: “პატრიოტთა ალიანსს” ეროვნული პოზიცია უჭირავს

 

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება–მრეწველების” თავმჯდომარე, გოგი თოფაძე ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში ამბობს, რომ “პატრიოტთა ალიანსს” ეროვნული პოზიცია უჭირავს და გაუხარდება, თუკი ისინი პარლამენტში შევლენ.

მან ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ აპირებს შეუერთდეს პატრიოტთა ალიანსს, განაცხადა, რომ ირმა ინაშვილსა და დავით თარხან–მოურავს პატივს სცემს, თუმცა ამაზე არავითარი საუბარი არ ყოფილა.

“ძალიან გამიხარდება, მაგათ ეროვნული პოზიცია უჭირავთ, თუ ისინი მოხვდებიან პარლამენტში, ეს ძალიან წაადგება ჩვენს საერთო საქმეს.  მაგრამ, საერთოდ არ ვიცნობ იმ კაცს მე და არავითარი საუბარი მაგაზე არ გვქონია.  თუ ჩვენ ვიქნებით და ეგენიც იქნებიან პარლამენტში, ეგ ძალიან წაადგება ეროვნულ საქმეს,”– განაცხადა მან პატრიოტთა ალიანსზე.

სწორედ პატრიოტთა ალიანსის ერთ–ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი იყო საგარეჯოს მაჟორიტარულ არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატის, რესპუბლიკელი თამარ ხიდაშელის კონკურენტი. საგარეჯოში ხიდაშელმა ინაშვილს მცირე უპირატესობით მოუგო (ხიდაშელი  –49.5 %; ინაშვილი – 45.83 %). თოფაძე თავდაცვის მინისტრს, თინა ხიდაშელს ბრალს სდებს, რომ ამ არჩევნებში ჩაერია და კანონი დაარღვია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი