ახალი ამბები

თოფაძე: თინა ხიდაშელმა საგარეჯოს არჩევნებზე დაარღვია კანონი და შეგვარცხვინა

18 თებერვალი, 2016 • 1570
თოფაძე: თინა ხიდაშელმა საგარეჯოს არჩევნებზე დაარღვია კანონი და შეგვარცხვინა

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ ტელეკომოანია “იბერიას” ეთერში განაცხადა, რომ თინა ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნებში ჩაერია და ამით კოალიცია დააზიანა.

“მან [ხიდაშელმა] მომაყენა შეურაცხყოფა და ამაზე გავეცი პასუხი. მას თუ მიაჩნია, რომ მე რამე ტყუილი ვთქვი, მე გავიმეორებ: მან დაარღვია კანონი და შეგვარცხვინა ჩვენ, იმიტომ, რომ ხალხის ნდობა კოალიციამ დაიმსახურა ამ არჩევნებით, დაინახა, რომ თურმე შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ჩვეულებრივი, დემოკრატიული არჩევნები. მან თავის ქცევით და თავის ჩარევით ძალიან დაგვაზიანა და არაერთხელ ჩვენი ოპონენტები გაგვიხსენებენ შემდეგ არჩევნებზე,”– განაცხადა გოგი თოფაძემ.

თუმცა, საუბრისას თოფაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ნაწილში დაირღვა კანონმდებლობა, ან რომელი კანონის კონკრეტულად რომელი მუხლი დაარღვია ხიდაშელმა:

“თუ რამე არასწორი ვთქვი იმ არჩევნების მიმართ შეუძლია მიჩივლოს ქალბატონმა თინამ და მაშინ ვიმსჯელოთ. ეს საარჩევნო კანონის დარღვევაა და დანარჩენი იურისტებმა გაარკვიონ,”– განაცხადა თოფაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო ამ საკითხზე საუბარი, რაც ხიდაშელმა შეურაცხყოფა მიაყენა. გოგი თოფაძემ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ კატეგორიად გამოიყენა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი “დაუნებს შეადარა”. მისი ეს გამოსვლა გააკრიტიკეს კოალიციის წევრებმა, მათ შორის რესპუბლიკური პარტიიდანაც. თინა ხიდაშელმა ამ განცხადებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეგონა, თოფაძე უკვე აღარ იყო პარლამენტის წევრი.

“მიუხედავად, რომ რაღაც–რაღაცებში არ ვეთანხმებოდი, მაგრამ სანამ არ დამიწყეს შეურაცხყოფა და კბენა, ჩვენ კოალიციის არცერთ წევრზე უარი და აუგი არ გვითქვამს. ეს არის კოლეგიალობის, ელემენტარული კულტურის ამბავია,”– აცხადებს თოფაძე.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ მას პრეტენზია აქვს არა რესპუბლიკურ  არა რესპუბლიკურ პარტიასთან, არამედ მის სამ წევრთან: თინა ხიდაშელთან, ლევან ბერძენიშვილთან და დავით ბერძენიშვილთან.

“მე არ ვლაპარაკობ რესპუბლიკურ პარტიაზე, იქ არიან დადებითი პირობნებებიც. მე ვლაპარაკობ ამ სამეულზე, რომელსაც უფლება არ აქვს, ეგეთი განცხადებები გააკეთოს,”–აღნიშნა მან.

გარდა ამისა, თოფაძემ ასევე გნაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის რეიტინგი ძალიან დაბალია და ისინი ვერ გაბედავენ, რომ კენჭი დამოუკიდებლად, კოალიციის გარეშე იყარონ.

“ნუ იჩემებენ, რომ ესენი არიან წამყვანი გუნდი ჩვენს კოალიციაში, პირიქით, მე მეტს გეტყვით, ვერსად მარტო ვერ იყრიან კენჭს,”– ამბობს ის.

თოფაძის თქმით, იქ, სადაც ლევან ბერძენიშვილი გადაწყვეტს, რომ მაჟორიტარად იყაროს კენჭი, პირადად “ჩაუდგება” და ნახავს, “რას აიღებს და როგორ გააკეთებს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი