ახალი ამბებირეკლამა

„ვენდი“ ქათმის ხორცის მენიუს ახალი ქართული ქათმის ხორცით მოამზადებს

18 თებერვალი, 2016 • 1319
„ვენდი“ ქათმის ხორცის მენიუს ახალი ქართული ქათმის ხორცით მოამზადებს

ხვალ, 19 თებერვალს, 12 საათზე, თბილისში, 26 მაისის მოედანზე მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდ „ვენდის“ ამერიკულ რესტორანში „ვისოლ ჯგუფი“ „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის პრეზენტაციას მართავს. „ვენდის“ ამერიკული რესტორანი ქათმის ხორცის იმპორტს კომპანია „მარშესთან“ და „ბიუ ბიუსთან“ ერთად 100%-ით ქართული ქათმის ხორცით ანაცვლებს და ერთგულ მომხმარებელს ყოველდღიურად ახალი, ქართული ქათმის ხორცით დამზადებულ მენიუს შესთავაზებს.

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინ დონატსმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით უკვე ჩაანაცვლა და „სმარტთან“, „მარშესთან“, „პურის სამყაროსთან“, „მილკოსა“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ქართული, ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.

„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37-ში, 26 მაისის მოედანსა და აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, გორსა და წყნეთში მდებარეობს.

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციაივის ფარგლებში ამიერიდან გრილზე შემწვარი ქათმის ვრეპი, გრილზე შემწვარი ქათმის ბურგერი, ცხარე ქათმის ვრეპი, ცხარე ქათმის ბურგერი, ნაგეთსები, ნაგეთსბურგერი, სალათი ცეზარი გრილზე შემწვარი ქათმით და სალათი ცეზარი ცხარე ქათმით ქართული ქათმსი ხორცით დამზადდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

„ვისოლ ჯგუფი“ საზოგადოებასთან ურთიერთობის და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი, რუსუდან კბილაშვილი

ტელ:  (995 322) 915 315/250; ფაქსი: (995 322) 915 615; მობ: (995 599) 320412/Email: pr@wissol.ge 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი