ახალი ამბები

კახეთში 40 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

18 თებერვალი, 2016 • 1286
კახეთში 40 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ძლიერი ქარის გამო, კახეთის 40 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

კომპანია “კახეთის ენერგოდისტრიბუციის” განცხადებით, აბონენტების 30%-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

6 მუნიციპალიტეტის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის, ლაგოდეხის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები აბონენტების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

კომპანიის განცხადებით, ელექტროგადამცემი ხაზები ძლიერმა ქარმა დააზიანა. კომპანია აცხადებს, რომ დღსმ, 18 თებერვალს, დღის ბოლომდე ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.

ძლიერმა ქარმა თელავის რაიონში რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.

გარემოს სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ ზოგიერთ რაიონებში დასავლეთის მიმართულების ქარი ქრის. ქარი ძლიერია თბილისში, კახეთში, ახალციხესა და თიანეთში. ხოლო, გუადაური-კობის მონაკვეთზე ქარბუქის გამო მოძრაობა შეზღუდულია.

გარემოს სააგენტოს ცნობით, ქარი 17-18 საათიდან შესუსტდება, ხოლო, ხოლო ღამის მონაკვეთში ქარი ჩადგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი