ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილი თურქეთს უსამძიმრებს

18 თებერვალი, 2016 • 1162
გიორგი კვირიკაშვილი თურქეთს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ანკარაში მომხდარ აფეთქებას ტერაქტად აფასებს და თურქეთს უსამძიმრებს.

“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩვენი მეგობარი ქვეყნის მთავრობას, თურქ ხალხს და ყველა ადამიანს, ვისთვისაც ტერორიზმი არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

მაქვს მტკიცე რწმენა იმისა, რომ ცივილიზებული მსოფლიო ერთიანი ძალებით შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს ბოროტებას,” – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

თურქეთის დედაქალაქში დიდი აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ბექირ ბოზდაღმა პარლამენტისა და თურქეთის სამხედრო შტაბის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი