ახალი ამბები

ანონსი — 18 თებერვალი

17 თებერვალი, 2016 • 1271
ანონსი — 18 თებერვალი

წარმოგიდგენთ 18 თბერვალს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

10:00 საათზე,  სასტუმრო ,,ძველ თბილისში“ გაიმართება ტრასეკას საგზაო უსაფრთხოების პროექტის დასკვნითი რეგიონალური შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ტრასეკას საგზაო უსაფრთხოების პროექტის 9 ბენეფიციარი ქვეყნის წარმომადგენლები სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელების და ექსპერტების დონეზე და ტრასეკას გენერალური მდივანი. შეხვედრაში ასევე აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მისამართი: ქეთევან წამებულის გამზირი #27.

11:00 საათზე, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დაათვალიერებს. მის:გოგიბერიძისა და ახმეტელის ქუჩები. მისამართი: გოგიბერიძისა და ახმეტელის ქუჩები, ფოთის ქუჩა, ხოშარაულის ქ. N29. საკონტაქტო პირი: სალომე ფაშტიანი – 571001400.

11:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფისში სააგენტოს თავმჯდომარე და სხვა ხელმძღვანელი პირები გამართავენ შეხვედრას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემა: თეთრი სიის წარმოების ახალი წესი. მისამართი: თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8.

11:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” ხელმძღვანელი მამუკა კაციტაძე ბრიფინგს გამართავს. თემები: ინტერპარტიული ჯგუფების შეხვედრა ვენეციის კომისიასთან, სამინისტროების შემცირების საკითხი, პრემიერ-მინისტრის აპარატთან სპეციალური სამსახურის შექმნა, რომელიც სამინისტროებისა და სააგენტოების მიერ პროექტების შესრულებას გააკონტროლებს, სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.

11:00 საათზე, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი ლაშა მაღრაძე სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსის წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატებს გადასცემს. მისამართი : მართლმსაჯულების სახლი, დ. აღმაშენებლის მე-10 კილომეტრი.

11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს. თემები: ვალუტის კურსი, შეხვედრა ვენეციის კომისიასა და პრემიერ-მინისტრთან, რიგი სამინისტროების შესაძლო გაუქმების საკითხი და სხვა მიმდინარე თემები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.

11:30 საათზე, მამუკა არეშიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მათ შორის, ისაუბრება ჰააგის მოსამართლეების საქართველოში ვიზიტსა და სამინისტროების შემცირების საკითხებზე. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ნაციონალური მოძრაობის საპრივატიზაციო პოლიტიკა კორუფციული გარიგებების ნიშნებს შეიცავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.

12.00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება.

12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მეწარმეობის საგნის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას მინისტრი თამარ სანიკიძე გახსნის. სამინისტროს მისამართი: თბილისი, უზნაძის ქ. 52.

13:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ეროვნულ სასწავლო ცენტრში მასმედიის წარმომადგენლებსა და აშშ-ს ელჩს მიიღებს, სურვილის შემთხვევაში კი ჟურნალისტებს მობილურ ამბულატორიაში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩაუტარდებათ. მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. საკონტაქტო ნომერი: 599120009.

14:00 საათზე, საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით, რომლის გამოძიებას ამჟამად აწარმოებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი, პრესკონფერენცია გაიმართებ. მედიის წარმოამდგენლებს პროკურორის ოფისის სახელით იურისდიქციის, კომპლემენტარობის და თარანმშრომლობის სამსახურის უფროსი ფაქისო მოჩოჩოკო შეხვდება. მისამართი: ქორთიარდ მარიოტი, თბილისი, თავისუფლების მოედანი #4.

16:00 საათზე, პარტია “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები საარჩევნო კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდებიან. მისამართი: სასტუმრო “რუმს ჰოტელ თბილისი”, კოსტავას #14.

მასალების გადაბეჭდვის წესი