საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი [მარჯვნივ] თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს [მარცხნივ] შეხვდა. 17 თებერვალი, 2016, თბილისი, საქართველო. ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

კვირიკაშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 17 თებერვალს თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.

პრემირ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრები ახლო მომავალში სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ შეხვედრას გამართავენ.

გარდა ამისა, პრესსამსახურიც გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს, ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე:

“თურქულმა მხარემ გამოხატა საქართველოდან ექსპორტის გაზრდის ინტერესი. მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი მზად არის ამ მიმართულებით მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს”, – ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ამავე წყაროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებისა და სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობას, ასევე რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებზე და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე.

მევლუთ ჩავუშოღლუ თბილისს 17 თებერვალს ეწვია. პრემიერ-მინისტრამდე ის საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა, რომელიც პრემიერთან შეხვედრასაც დაესწრო.

მევლუთ ჩავუშოღლუ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. 17 თებერვალი, 2016, თბილისი, საქართველო. ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. 17 თებერვალი, 2016, თბილისი, საქართველო. ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი