ახალი ამბები

ნონა გაფრინდაშვილი და ზაზა ფირალიშვილი შეწყალების კომისიის წევრები გახდნენ

17 თებერვალი, 2016 • 1741
ნონა გაფრინდაშვილი და ზაზა ფირალიშვილი შეწყალების კომისიის წევრები გახდნენ

შეყწალების კომისიას 2 ახალი წევრი ჰყავს – ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი და ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი. კომისიის შემადგენლობა დატოვა იურიტმა თამარ ხიდაშელმა, დანარჩენი წევრები უცვლელი რჩებიან. ამ დროისათვის კომისიას 11 წევრი ჰყავს.

შეწაყლების კომისია განიხილავს პატიმართა საქმეებს და რეკომენდაციას აძლებს პრეზიდენტს იმ პატიმართა შესახებ, რომელთაც ვადაზე ადრე შეიძლება დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება, ან შეუმსუბუქდეთ სასჯელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი